რობი უილიამსის შთამბეჭდავი ქონება - მილიონიანი სახლები და სასახლეები

რობი უილიამსმა თავისი კარიერის განმავლობაში საკმაო ქონება დააგროვა, რომელიც 100 მილიონ გირვანქა სტერლინგად არის შეფასებული, და დიდი ფინანსები დააბანდა უძრავ ქონებაში. მისი და მისი ცოლ-შვილის (მსახიობ აიდა ფილდისა და ქალ-ვაჟის - თეოდორასა და ჩარლტონის) საკუთრებაშია რამდენიმე სახლი და სასახლე მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას. ყველაზე ცნობილი და შთამბეჭდავია 29 მილიონ დოლარად ღირებული, 46-ოთახიანი, აუზიანი სახლი ლონდონში, რომელსაც აქვს საკუთარი კინოთეატრი და სპორტდარბაზი. ასევე აქვს XVIII საუკუნის დროინდელი 8 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების სასახლე ასევე ინგლისში და 32 მილიონ დოლარად ღირებული სახლი ამერიკაში,

ბევერლი-ჰილზზე. ამ სახლში 10 საძინებელია, სატრენაჟორო დარბაზი, ჩოგბურთის მოედანი, აუზი და 22 აბაზანა! სახლში მან დააყენა ლიფტი და ხმის ჩამწერი სტუდიაც მოაწყო. 

შეგიძლიათ, მისი სახლებისა და სასახლეების ფოტოები დაათვალიეროთ.