როგორ ცხოვრობენ ირლანდიელები: კომფორტული ბინის საიდუმლოებები


თუ გსურთ მოიწყოთ მყუდრო ბუდე, ღირს იმის გარკვევა, თუ როგორ ქმნიან კომფორტს სახლში ამ ქვეყნის მაცხოვრებლები.
თავისი თვალწარმტაცი პეიზაჟებითა და სტუმართმოყვარეობით ირლანდია შთააგონებს ადამიანებს შექმნან მყუდრო სახლები, სადაც ყველა კუთხე სავსეა სითბოთი და კომფორტით. ვნახოთ, როგორ იწყობენ ირლანდილებელი კომფორტს.

ინტერიერის დეკორი თბილ კლიმატს და მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას ასახავს. ირლანდიაში სახლის დეკორაციის სტილი სათავეს კელტური ხალხის ტრადიციებიდან იღებს, ეს გახლავთ ეთნიკური ნიმუშები, ბუნებრივი ელემენტების სიყვარული.

ხის ელემენტები


ხე არის მასალა, რომელიც ირლანდიურ სახლებში უძველესი დროიდან განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნიდა. ბუნებრივი მასალისგან დამზადებული
ავეჯი და დეკორი ინტერიერს სიმყუდროვესა და სიმშვიდეს მატებს.
ჩრდილო-დასავლეთ ევროპის ინტერიერში ხშირად გამოიყენება ბუნებრივი ქსოვილები, როგორიცაა, ტილო, ბამბა და ველვეტი, რაც ასახავს ბუნებისა და ხელნაკეთობების ტრადიციულ ირლანდიურ ღირებულებებს.
ბინების დეკორაციის ერთ-ერთი პოპულარული ელემენტია ქსოვილები, საწოლის გადასაფარებელი, ბალიშები, ფარდები და სუფრები. შალის ფარდაგები და საბნები კელტური ინტერიერის განუყოფელი ნაწილია.

თბილი განათება


"ზურმუხტის კუნძულის" მაცხოვრებლები ინტერიერში უპირატესობას ბუნებრივ განათებას ანიჭებენ, მაგრამ საღამოს ან მოღრუბლულ დღეებში რბილი და თბილი განათება შესაძლოა მათი დიზაინის მთავარი ელემენტი გახდეს. გამოიყენეთ მაგიდის ნათურები და განათება, რათა შექმნათ მყუდრო გარემო.

მცენარეები და ყვავილები


სიმწვანე ფერი სივრცეს სიცოცხლეს ანიჭებს. როდესაც გვესმის სიტყვა "ირლანდია", თავში უნებურად ჩნდება მთავარი სიმბოლო - სამფოთლიანი სამყურა.
ის შეიძლება ნახოთ ჩრდილო-დასავლეთ ევროპის ბევრ ინტერიერში, ისევე როგორც სხვა მცენარეები. ბინისთვის უნდა აირჩიოთ ფლორის უპრეტენზიო წარმომადგენლები, მაგალითად: ფიკუსი, გვიმრა, კაქტუსი, სუკულენტები და დეკორატიული ყვავილები. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაამშვენოთ თქვენი სახლი ფერადი ორქიდეებით, გერანიუმებით ან აზალიებით. 

ჩაის კულტურა

ზურმუხტის კუნძული ჩაის სიყვარულით და ლამაზი სერვიზით შთაგაგონებთ. ეს დეტალები ასახავს მფლობელების სტუმართმოყვარეობას და კეთილგანწყობას. კელტების შთამომავლები ძალიან ამაყობენ თავიანთი ტრადიციებით და ბევრს სჯერა, რომ ფინჯანი ჩაი ნებისმიერი პრობლემის გადაჭრაში დაეხმარება ადამიანს და ანუგეშებს. ირლანდიურ ოჯახებში ჩაის სმა დროის გატარების ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა.

ხელოვნება კედლებზე


დაამშვენეთ თქვენი კედლები ნახატებით, პლაკატებით და ფოტოებით, რომლებიც თქვენს ინტერიერს უნიკალურობას შემატებს. შეარჩიეთ ორიგინალური და გემოვნებიანი ნივთები.

სადა ფერები

კედლებისა და ავეჯისთვის გამოიყენეთ ნეიტრალური და თბილი ჩრდილები. კელტების შთამომავლები სახლების დეკორაციისთვის პასტელური ფერების გამოყენებას ამჯობინებენ, თვლიან, რომ ასეთი ფერები კომფორტისა და სიმშვიდის ატმოსფეროს შესაქმნელად საუკეთესო ვარიანტია.

ირლანდიურ სახლებში ჰარმონია არა მხოლოდ ინტერიერის ნაწილი, არამედ ცხოვრების წესია. ბუნებრივი განათებიდან დაწყებული, სასიამოვნო სურნელით დამთავრებული, ყველა ელემენტი ხელს უწყობს რელაქსაციას.
ნუ შეუშინდებით ინტერიერში ინდივიდუალიზმს, რადგან ეს სრულყოფილი ატმოსფეროს შექმნის ნამდვილი არსია. დაე, თქვენი ბინა გახდეს არა მხოლოდ საცხოვრებელი ადგილი, არამედ სივრცე, სადაც დაბრუნება გიხარიათ, სადაც ყოველთვის გელოდებათ სიყვარული, სითბო და სიმშვიდე.

კომენტარის დამატება