"ჭკვიანი სათბური", სადაც მცენარეები ნიადაგის გარეშე, წყალში იზრდება: პანდემიის დროს დაწყებული ინოვაციური ბიზნესი და ახალგაზრდა აგროტექნოლოგები მომავლიდან

ნი­კო­ლოზ გვა­რა­ძე და მისი პარტნი­ო­რი ვანო მთი­ბე­ლიშ­ვი­ლი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ისეთ პრო­დუქ­ტებს აწარ­მო­ე­ბენ, რა­საც ნი­ა­და­გი არ სჭირ­დე­ბა.
მათ შექ­მნეს "ჭკვი­ა­ნი სათ­ბუ­რი,“ სა­დაც ფი­ზი­კუ­რი შრო­მის ნაც­ვლად, სა­მუ­შა­ო­ე­ბი ავ­ტო­მა­ტი­ზე­ბუ­ლია - ყვე­ლა­ფერს კომ­პი­უ­ტე­რი, ტე­ლე­ფო­ნი და სპე­ცი­ა­ლუ­რი სის­ტე­მა ისე მარ­თავს, ზოგ დღე­ებ­ში სათ­ბურ­ში ადა­მი­ა­ნის ყოფ­ნაც არ არის სა­ჭი­რო.
ნი­კო­ლოზ გვა­რა­ძე მიკ­რო­ე­ლექტრო­ნი­კის ინ­ჟი­ნე­რია, მუ­შა­ობ­და ქარ­თულ ტე­ლე­ვი­ზო­რებ­ზე, ლედ-ნა­თუ­რებ­ზე... რო­დე­საც კომ­პა­ნია და­ი­ხუ­რა, თავი სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სი­ა­ში მო­სინ­ჯა, პან­დე­მი­ი­სას კი აგ­როს­ფე­რო­ში გა­და­ი­ნაც­ვლა.



- სტარ­ტი პან­დე­მი­ის დროს აგი­ღი­ათ, ანუ მას რო­გორც შე­საძ­ლებ­ლო­ბას ისე შე­ხე­დეთ?

- ერთი სული მქონ­და, სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე რა­ღაც
გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­მე­ტა­ნა და არა გა­მეხ­სნა კაფე ან რეს­ტო­რა­ნი. ახ­ლობ­ლე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც სა­რეს­ტორ­ნო ბიზ­ნეს­ში არი­ან, ვი­ცო­დი, რა პრობ­ლე­მე­ბიც ჰქონ­დათ, მათ შო­რის არც უცხო კულ­ტუ­რე­ბის სტა­ბი­ლუ­რი მიმ­წო­დე­ბე­ლი ჰყავ­დათ, ამი­ტომ მე და ჩემ­მა პარტნი­ორ­მა აგ­როს­ფე­რო­ში აგ­რო­ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით გა­და­ვი­ნაც­ვლეთ. სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნად­გა­რი ჩი­ნე­თი­დან ჩა­მო­ვი­ტა­ნეთ, ჩა­ვა­ტა­რეთ ტეს­ტე­ბი და პირ­ვე­ლი მო­სა­ვა­ლი მო­ვიყ­ვა­ნეთ. როცა ვნა­ხეთ, რომ კარგ და სწრაფ შე­დეგს იძ­ლე­ო­და, სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზეც გა­მოვ­ჩნდით. ვი­პო­ვეთ ამე­რი­კე­ლი ინ­ვეს­ტო­რიც, რო­მელ­მაც 100.000 ევ­რო­თი დაგ­ვა­ფი­ნან­სა და ვი­ყი­დეთ 84 და­ნად­გა­რი, - ის ტე­ლე­ფო­ნი­თა და კომ­პი­უ­ტე­რით იმარ­თე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი ავ­ტო­მა­ტუ­რად მუ­შა­ობს, ხე­ლით მხო­ლოდ ვთე­სავთ და მო­სა­ვალს ვი­ღებთ. მცე­ნა­რე­ებს ავ­ტო­მა­ტუ­რად ვუვ­ლით, ყვე­ლა­ფე­რი ნი­ა­და­გის გა­რე­შე, წყალ­ში იზ­რდე­ბა. თა­ვი­დან ვაძ­ლევთ იმ კვე­ბას, რო­მე­ლიც მცე­ნა­რეს სჭირ­დე­ბა (კა­ლი­უ­მი, მაგ­ნი­უ­მი, რკი­ნა) იმ რა­ო­დე­ნო­ბით, რომ ზრდა­ში არ ჩა­მორ­ჩეს და არც გა­და­იტ­ვირ­თოს. ამ მე­თო­დით მო­სა­ვალს სწრა­ფა­დაც ვი­ღებთ. მცე­ნა­რე­ზე კლი­მა­ტიც არ მოქ­მე­დებს, ამინ­დი არა­ფერ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს.


- რამ­დე­ნი და­სა­ხე­ლე­ბის პრო­დუქ­ტი მოგ­ყავთ?

- ექ­ვსი სა­ხე­ო­ბა გვაქვს, ძი­რი­თა­დად, აზი­უ­რი მცე­ნა­რე­ე­ბი. ბოკ ჩოი, მდოგ­ვი ოსა­კა, მდოგ­ვი ტატ­სოი, წი­თე­ლი სკარ­ლე­ტი, მი­ზუ­ნა, სვის­ჩარ­დი და მიკ­რომ­წვა­ნი­ლი. ეს მცე­ნა­რე­ე­ბი ჩვენ­თან არა­პო­პუ­ლა­რუ­ლია. მათ ვერ შე­ვი­ძენთ სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში, მაგ­რამ რეს­ტორ­ნებს სჭირ­დე­ბათ. ჩვენ ბა­ზარ­ზე ამ პრო­დუქ­ტის სტა­ბი­ლუ­რო­ბა შევ­ქმე­ნით. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება