ეს ძველი სახლი დასანგრევად გაამზადეს, თუმცა როდესაც ხელი რესტავრატორებმა მოკიდეს..

ადგილობრივი ხელისუფლება მიიჩნევდა, რომ ქალაქის შესასვლელში ასეთ ძველ სახლს არაფერი ესაქმებოდა, თუმცა რესტავრატორებმა შეძლეს ხალხის დარწმუნება, რომ ეს მოძველებული სახლი კიდევ იტყოდა თავის სათქმელს.

დღესდღეობით კი ეს განახლებული სახლი ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. რესტავრატორებმა სახლს ძველი იერ-სახე შეუნარჩუნეს.


სახლი ანა დედოფლის სტილში იყო აშენებული, ამ სტილს მეორენაირად ინგლისური ბაროკოს სტილს უწოდებენ. Dსაოცარი სანახავია, როგორ ჰარმონიულად ერწყმის დახვეწილი, ნატიფი შტრიხები ინგლისურ კონსერვატიულ სტილს. პროფესიონალებმა აღადგინეს ყველაფერი, თუკი რამის აღდგენა შეიძლებოდა. რისი განახლებაც შეუძლებელი იყო ის ძალიან დიდი სიფრთხილით შეცვალეს სტილის შესაბამისად.


ხუთი

ჯიშის ხისგან დამზადებული პარკეტი, მოზაიკური ფანჯრები, მართლაც საოცრებაა.


შიდა დეკორატიული სამუშაოებიც მთელი მონდომებით მიმდინარეობდა, რათა სახლს ჩვეული სიმყუდროვე მაქსიმალურად შეენარჩუნებინა.


ყველა ოთახს თავისი ფერი აქვს შერჩეული. მაგალითად, ზედა მისაღები ვარდისფერ ფერშია გადაწყვეტილი.

 

 

 

 

 

 

სამზარეულო კი ისეთი ლამაზი და მყუდროა, რომ საათობით შეიძლება მისი თვალიერება.

 


რა თქმა უნდა, სახლში ყველა თანამედროვე აღჭურვილობაა გამოყენებული კომფორტისთვის, თუმცა ეს სულაც არ უშლის ხელს ძველებურ იერ-სახეს. სახლში არის ხუთი საძინებელი ოთახი, ყოველი მათაგანი საკუთარი სტილითა და ფერთა გამით აღჭურვილი.


დღესდღეობით ეს სახლი ისტორიული სასტუმროა, ტურისტების უსაყვარლესი ადგილი. არავინ იცის, რა ბედი ეწეოდა ამ საოცარ სახლს, რომ არა ახალი მფლობელების ასეთი მონდომება და საქმისადმი ასეთი პროფესიონალური მიდგომა.