ეს ბიჭი ოჯახთან ერთად მიტოვებულ ბოსელში ცხოვრობს, თუმცა შიგნით რომ შეიხედავთ, თვალებს არ დაუჯერებთ!

და-ძმა კარლოს და კამინო ალონსოები დიდ ქალაქში გაიზარდნენ და ყოველთვის ოცნებობდნენ სახლზე სოფელში, სადაც ზაფხულობით მთელი ოჯახი შეძლებდა დასვენებას. როდესაც წამოიზარდნენ და მყარად დადგნენ ფეხზე, გადაწყვიტეს, სანუკვარი ოცნებისთვს ფრთები შეესხათ.
ოჯახმა გადაწყვიტა, ქალაქგარეთ შეეძინათ პატარა სახლი მიწის ნაკვეთით, სადაც ზაფხულობით ოჯახი დასასვენებლად ჩავიდოდა, სხვა სეზონზე კი ის სასტუმროს ფუნქციას შეითავსებდა.

კარლოსმა და კამინომ უძრავი ქონების უამრავი განცხადება განიხილეს, მათ შორის შემთხვევით წააწყდნენ განცხადებას, რომელშიც საუბარი იყო მიტოვებული ბოსელის გაყიდვის თაობაზე. ყურადღება იმ ფაქტმა მიიქცია, რომ ეს ბოსელი ძალიან ლამაზ ადგილას მდებარეობდა

და, რაც მთავარია, ძალიან იაფი ღირდა. საბოლოოდ სწორედ ფასმა ითამაშა გადამწყვეტი როლი და და-ძმამ არჩევანი საბოლოოდ სწორედ ამ ბოსელზე შეაჩერა.
კარლოსისა და კამინოს შენაძენის შემყურეს გაგიჭირდებოდათ წარმოდგენა, რომ აქ რაიმე ღირებულის გაკეთება იქნებოდა შესაძლებელი, მაგრამ ბოსელის ახალი მფლობელები ძალ-ღონეს არ იშურებდნენ.


ბოსელში გააკეთეს კაპიტალური რემონტი. ყოფილი ბოსელის სივრცე დაყვეს ოთახებად, რომელიც აღჭურვეს ავეჯით და გააფორმეს თანამედროვე დიზაინით. გადაწყვიტეს, რომ გარეთა ფასადისთვის ხელი არ მოეკიდებინათ. ასევე უცვლელი დატოვეს ქვის კედლები, რომელიც შუა საუკუნეების სასახლის ატმოსფეროს ქმნის.


და-ძმის მთავარი საამაყო წყალსაცავია, რადგან ბოსელში წყალი უბრალოდ არ იყო. ახლა კი, ფილტრებისა და თანამედროვე ტექნოლოგიის წყალობით, ჩვეულებრივად არის შესაძლებელი აქაური ონკანის წყლის დალევა. გარდა ამისა, იქვე ახლოს მდებარე წყალი ავსებს ეზოში განთავსებულ აუზს. ესპანეთის ცხელი კლიმატის გათვალისწინებით, ეს აუზი ეზოში პირდაპირ მისწრებაა.


წარმოუდგენელია, რომ ჩვეულებრივი ბოსელის გაკეთება ასე შესაძლებელია თანამედროვე მოდურ სახლად.

კომენტარები

geronimo 2017-08-17 14:30
kai boseli kia zmao
Mazda milenia 1999wl 2017-08-17 14:11
Manqana kargi mdgomareobashia,fasi800$,sakontaqto nomeri-592-00-21-87
ტატუსია 2017-05-25 01:01
ნეტა აქ ძროხას და ბოჩოლას არ შემაყვანინებენ?
ggg 2017-03-20 08:35
ვაკის პარკთან 2 ოთახიან სამოთხეს ვცვლი ამ ბოსელში, შუამავლები ნუ შემომეხმიანებიან.
მანჩო 2017-03-15 06:41
ესეთი ბოსელი მომცა ნეტა,თუნდაც სოფელში

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები