რობი უილიამსის შთამბეჭდავი ქონება - მილიონიანი სახლები და სასახლეები

რობი უილიამსმა თავისი კარიერის განმავლობაში საკმაო ქონება დააგროვა, რომელიც 100 მილიონ გირვანქა სტერლინგად არის შეფასებული, და დიდი ფინანსები დააბანდა უძრავ ქონებაში. მისი და მისი ცოლ-შვილის (მსახიობ აიდა ფილდისა და ქალ-ვაჟის - თეოდორასა და ჩარლტონის) საკუთრებაშია რამდენიმე სახლი და სასახლე მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას. ყველაზე ცნობილი და შთამბეჭდავია 29 მილიონ დოლარად ღირებული, 46-ოთახიანი, აუზიანი სახლი ლონდონში, რომელსაც აქვს საკუთარი კინოთეატრი და სპორტდარბაზი. ასევე აქვს XVIII საუკუნის დროინდელი 8 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების სასახლე ასევე ინგლისში და 32 მილიონ დოლარად ღირებული სახლი ამერიკაში,

ბევერლი-ჰილზზე. ამ სახლში 10 საძინებელია, სატრენაჟორო დარბაზი, ჩოგბურთის მოედანი, აუზი და 22 აბაზანა! სახლში მან დააყენა ლიფტი და ხმის ჩამწერი სტუდიაც მოაწყო. 

შეგიძლიათ, მისი სახლებისა და სასახლეების ფოტოები დაათვალიეროთ.

 

კომენტარები

სიკო 2016-07-13 17:41
"ღირსეული წარსულია მქონე, სოციალურად დაუცველი ". რა მაგრად ჟღერს არა!!!! ეტყობა ქალბატონი lili, ლექციებს კითხულობდა პუშკინის ინსტიტუტში ბიბლიოთეკურზე.
zaali 2016-07-13 17:38
lili-ს. ნუ დაგვღალეთ რა ამდენი წუწუნით. ძირძველი თბილისელი თუ ხარ, მოსთხოვე არაძირძველ შენს საყვარელ მილიარდელს ერთი ოთახის შესაძენი თანხა. მიდი მოსინჯე, არამგონია უარი გითხრას :ძირძველ თბილისელს". ძირძველი თბილისელიო, რა მაგარია არა!!!!! ძირძველი თბილისელობა, რაიმე უპირატესობას ანიჭებს ვინმეს?
ვიკა 2016-06-16 12:53
კი,მაგრამ,ღირსეულად გიცხოვრიატ და რატომ ხარტ უსახლკაროდ?და საერტოდ,ტკვენნაირების წუწუნმა და უაზრო პრეტენზიებმა ყკვე დგვღალეს..
ზაზა 2016-06-12 20:13
აუ მაგარია
lili 2016-06-12 18:40
12 წელია უსახლკარო ვარ ძირძველი თბილისელი მარტოხელა 69 წლის ღირსეული წარსულია მქონე, სოციალურად დაუცველი და ამ მთავრობამ ამ მილიარდერს 29 მილიონი დაახარჯა 2 საატიან კობცერტში სად არის სამართალი.გიორგაძეს მივმარტავ დაუკავშირდეს და ერტი ოტახის ფული გადმოაგზავნინოს ან ტვიტონ მ იყიდოს 29 მილიონიდან მოტეხილი თანხით.თუ არადა ღმერთი არ მოახმარს იმ თანხას.არ შეერგება

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები