ყველაზე გემრიელი "ხალადეცის" მომზადების 12 საიდუმლო და გაფორმების ხერხები

ლაბას, იგივე "ხალადეცს", საახალწლოდ თითქმის ყველა დიასახლისი ამზადებს. თუმცა იდეალურად გემრიელი და გამჭვირვალე რომ გამოვიდეს, რამდენიმე საიდუმლოს ცოდნაა საჭირო.
იმისათვის, რომ ლაბა გემრიელი და შედედებული გამოვიდეს, ხორცი კარგად უნდა შეარჩიოთ. უნდა გამოთვალოთ წყლისა და ხორცის რაოდენობას. რა სანელებელი დაუმატოთ და საერთოდ, როგორ მოხარშოთ. ახლა სწორედ ამ დეტალებს გაგიმხელთ.
გემრიელი ლაბას საიდუმლო:
1. ლაბა გემრიელი მაშინ გამოდის, თუ რამდენიმე სახეობის ხორცისგან მოამზადებთ.
2. ბულიონი მოხარშეთ ღორის ხრტილოვანი ადგილებისგან _ ფეხები, ყურები, კუდი.
3. ლაბასთვის ცოცხალი ხორცი უნდა მოხარშოთ, გაყინულს არ გირჩევთ.

4. ხორცი მოხარშეთ დიდ ქვაბში და მუდმივად მოქაფეთ. წყალმა ხორცი მთლიანად უნდა დაფაროს.
5. ლაბასთვის ხორცი ან ხელით დაძიძგნეთ, ან წვრილად დაჭერით ან ხორცსაკეპმანქანაში გაატარეთ.
6. ლაბა რომ გამჭვირვალე გამოვიდეს, წყალი არ დაამატოთ და არც მოურიოთ.
7. ხარშეთ ლაბა დაბალ ცეცხლზე რამდენიმე საათით. თუ ხორცი ახალია, მოხარშვას ცოტა დრო დასჭირდება.
8. მარილი ხორცს მოხარშვის შემდეგ მოაყარეთ.
9. ბულიონში დაუმატეთ სტაფილო და ოხრახუში.
10. იმისათვის, რომ ბულიონი ოქროსფერი გამოვიდეს, მთლიანი ხახვი ჩააგდეთ (გარეცხილი, რა თქმა უნდა).
11. იმისათვის, რომ ლაბა გემრიელი გამოგივიდეთ, ხარშვის ბოლოს დაუმატეთ დაფნის ფოთოლი, ბაჰარი, კამის თესლი.
12. იმისათვის, რომ ბულიონს ზედმეტი ცხიმი მოხსნათ, რამდენჯერმე ჩააწეთ მასში ახალ-ახალი ქაღალდის ხელსახოცი, სანამ ბულიონი ცხიმისგან არ გათავისუფლდება.
თუ ლაბა ყველა წესის დაცვით მოამზადეთ. იგი გამორჩეულად გემრიელი გამოგივათ და სადღესასწაულო სუფრაზე საპატიო ადგილს დაიკავებს.

აქვე გთავაზობთ ლაბას გაფორმების ყველაზე მარტივ და ლამაზ ხერხებს.

 

 

 

 

 

 

კომენტარის დამატება