ცხოვ­რე­ბა კაცხის სვეტ­ზე - იდუ­მა­ლი ად­გი­ლის წარ­სუ­ლი და დღე­ვან­დე­ლო­ბა

კაცხის სვე­ტი ჭი­ა­თუ­რი­დან საკ­მა­ოდ შორს მდე­ბა­რე­ობს... სვეტ­თან მი­სას­ვ­ლე­ლად სო­ფე­ლი კაცხი უნ­და გა­ი­ა­რო. და­ბე­ტო­ნე­ბულ სწორ გზას მო­ნას­ტ­რამ­დე მივ­ყა­ვართ... ზე­ცად აზი­დუ­ლი სვე­ტის ხილ­ვა მო­ლო­დინს აჭარ­ბებს...

კაცხის მა­მა­თა მო­ნას­ტ­რის წევ­რებ­მა ში­ნა­უ­რუ­ლად მი­მი­ღეს და შინ მი­მიწ­ვი­ეს... მო­ნას­ტ­რის წი­ნამ­ძღ­ვ­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლე­ბელ­მა, კე­თილ­მო­წე­სემ, იღუ­მენ­მა ილა­რი­ონ­მა (კვი­რი­აშ­ვი­ლი) მეგ­ზუ­რო­ბა გა­მი­წია და კაცხის სვე­ტის წარ­სულ­თან ერ­თად მო­ნას­ტ­რის თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბის წე­სიც გა­მი­ზი­ა­რა.


კაცხის სვე­ტი ის ად­გი­ლია, რო­მე­ლიც თა­ნაბ­რად აოცებს ქარ­თ­ველ­საც და სა­ქარ­თ­ვე­ლოს სტუ­მარ­საც. მას არა­ერ­თი სტა­ტია მი­უძღ­ვ­ნა ად­გი­ლობ­რივ­მა თუ უცხო­ურ­მა პრე­სამ, თუმ­ცა ეს თე­მა ამო­უ­წუ­რა­ვია. ჩვენ შე­ვეც­დე­ბით, და­გა­ნა­ხვოთ სვე­ტის სულ სხვა ცხოვ­რე­ბა, წარ­სუ­ლი, დღე­ვან­დე­ლო­ბა და "ში­ნა­უ­რი ამ­ბე­ბი" გიჩ­ვე­ნოთ.



- სვე­ტი უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან იქ­ცევ­და ყუ­რადღე­ბას და მას სა­ლო­ცა­ვად იყე­ნებ­დ­ნენ. ქრის­ტი­ა­ნო­ბამ­დე აქ წარ­მარ­თუ­ლი რი­ტუ­ა­ლე­ბი და კულ­ტე­ბის თაყ­ვა­ნის­ცე­მა აღეს­რუ­ლე­ბო­და. ტა­ძარ­სა და სვეტს შო­რის არ­სე­ბულ ქვა­ზე კი მსხვერ­პ­ლ­შე­წირ­ვას ას­რუ­ლებ­დ­ნენ

კაცხის სვე­ტი კლდო­ვა­ნი მა­საა, რო­მე­ლიც ტექ­ტო­ნი­კუ­რი ძვრე­ბი­სა და ჩა­მო­რეცხ­ვე­ბის შე­დე­გად წარ­მო­იქ­მ­ნა, მი­სი სი­მაღ­ლე 40-45 მეტ­რია, ხო­ლო თხე­მის ზე­და­პი­რი და­ახ­ლო­ე­ბით 150 კვ/მ-ს შე­ად­გენს.



ქრის­ტი­ა­ნო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო რე­ლი­გი­ად გა­მოცხა­დე­ბის შემ­დეგ კაცხის სვე­ტი წარ­მარ­თულ ღვთა­ე­ბა­თა პან­თე­ონს სა­მუ­და­მოდ გა­მო­ე­ყო. პირ­ვე­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ნი­შა­ნი, რო­მე­ლიც სვეტ­ზე გვხვდე­ბა, ხე­ლით ნაკ­ვე­თი ბოლ­ნუ­რი ჯვა­რია, რო­მე­ლიც V-VI სა­უ­კუ­ნე­ე­ბით თა­რიღ­დე­ბა. და­სავ­ლე­თის მხრი­დან, დაბ­ლა არის მცი­რე ზო­მის გა­მოქ­ვა­ბუ­ლი, სა­დაც ცხოვ­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო. იქ­ვე აღ­მო­ჩე­ნი­ლია ძვე­ლი ცხოვ­რე­ბის კვა­ლი. სვეტ­ზე პირ­ვე­ლი მეს­ვე­ტე სა­ვა­რა­უ­დოდ VII-VIII სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ავი­და.

პირ­ვე­ლი ექ­ს­პე­დი­ცია სვეტ­ზე 1944 წელს მო­ეწყო. ამ ჯგუ­ფის წევ­რე­ბი იყ­ვ­ნენ: ალ­პი­ნის­ტი ალექ­სან­დ­რე ჯა­ფა­რი­ძე, ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე ვახ­ტანგ ცინ­ცა­ძე, მწერ­ლე­ბი: ლე­ვან გო­თუა და აკა­კი ბე­ლი­აშ­ვი­ლი. მათ თხემ­ზე მცი­რე გათხ­რე­ბი ჩა­ა­ტა­რეს და ჩონ­ჩხის ნა­წი­ლე­ბი და თა­ვის ქა­ლა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ იქ მოღ­ვა­წე მეს­ვე­ტის უნ­და ყო­ფი­ლი­ყო (ნეშ­ტის ნა­წი­ლე­ბი დღე­საც სვე­ტის თავ­ზეა დას­ვე­ნე­ბუ­ლი). აგ­რეთ­ვე ნა­ხეს ტაძ­რის ნან­გ­რე­ვე­ბი, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ ცხო­ველ­ს­მ­ყო­ფე­ლი ჯვრის სა­ხე­ლო­ბის იყო. ამ ტაძ­რის იატა­კის ქვეშ აკ­ლ­და­მაა გა­მარ­თუ­ლი. იქ­ვე ყო­ფი­ლა საცხოვ­რე­ბე­ლი სე­ნა­კი და მა­რა­ნიც, რო­მე­ლიც ექ­ვ­სი ქვევ­რი­სა­გან შედ­გე­ბო­და (ამ ქვევ­რე­ბი­დან ოთხი დღემ­დე ხე­ლუხ­ლებ­ლა­დაა შე­მორ­ჩე­ნი­ლი, ორი კი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი­ა). გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის დროს მი­აკ­ვ­ლი­ეს ბრინ­ჯა­ოს სა­სან­თ­ლეს და ვერ­ცხ­ლის მო­ოქ­რულ ფირ­ფი­ტას, რო­მელ­ზე­დაც ჯვრის მო­ტი­ვის გაბ­მუ­ლი ორ­ნა­მენ­ტია გა­მოყ­ვა­ნი­ლი.



სვე­ტის ძირ­ში არის საძ­ვა­ლე და სვი­მონ მეს­ვე­ტის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძა­რი. სვე­ტი და მას­თან არ­სე­ბუ­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბი საკ­მა­ოდ ვრცე­ლი სა­მო­ნას­ტ­რო კომ­პ­ლექ­სის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დი­ოდ­ნენ, რო­მე­ლიც მთელ ამ ტე­რი­ტო­რი­ას მო­ი­ცავ­და. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი და თხემ­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლი მა­სა­ლა მი­უ­თი­თებს, რომ სვე­ტის თავ­ზე ადა­მი­ანს ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე უცხოვ­რია.

...კაცხის სვეტ­ზე მო­ნას­ტ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბა 1998 წლი­დან გა­ნახ­ლ­და. მა­შინ აქ ერ­თი ბე­რი ცხოვ­რობ­და, რო­მელ­მაც სრუ­ლი მო­ნას­ტ­რუ­ლი გა­რე­მო შექ­მ­ნა და სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რა სა­მო­ნას­ტ­რო ცხოვ­რე­ბას. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ნას­ტ­რის წევ­რე­ბის­თ­ვის სე­ნა­კე­ბი აშენ­და. უწ­მინ­დე­სი­სა და მე­უ­ფე და­ნი­ე­ლის (და­თუ­აშ­ვი­ლი) ლოც­ვა-კურ­თხე­ვით, ექ­ვ­სი წლის წინ მარ­ტყო­ფის ღვთა­ე­ბის მა­მა­თა მო­ნას­ტ­რი­დან კაცხის სვე­ტის მა­მა­თა მო­ნას­ტერ­ში ხუ­თი ბე­რი გად­მოგ­ვიყ­ვა­ნეს. მო­ნას­ტ­რის წი­ნამ­ძღ­ვ­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი მე ვარ. მა­ნამ­დე მა­მა ელიზ­ბა­რი (ყუ­რაშ­ვი­ლი) წი­ნამ­ძღ­ვ­რობ­და, - გა­ნაგ­რ­ძობს სა­უ­ბარს მა­მა ილა­რი­ო­ნი.

გა­ნახ­ლ­და ქვე­და, სვი­მონ მეს­ვე­ტის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძა­რი. ჩა­მონ­გ­რე­უ­ლი ტაძ­რი­დან მხო­ლოდ კედ­ლე­ბი­ღა იყო დარ­ჩე­ნი­ლი. ამ ტაძ­რის აღ­დ­გე­ნის შემ­დეგ და­იწყო

You must have Flash Player installed in order to see this player.
სვეტ­ზე მდე­ბა­რე ჯვრის სა­ხე­ლო­ბის უძ­ვე­ლე­სი ტაძ­რის აღ­დ­გე­ნა. სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მეს­ვე­ტე მა­მე­ბის ცხოვ­რე­ბა. დი­დი მად­ლის მა­ტა­რე­ბე­ლია სვე­ტი თა­ვი­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით. აქ მოღ­ვა­წე მა­მე­ბის დი­დი ღვაწ­ლია ჩა­დე­ბუ­ლი. ეზო­ში არის კი­დევ რამ­დე­ნი­მე სე­ნა­კი, მუ­ზე­უ­მი­ვით პა­ტა­რა ოთა­ხია მოწყო­ბი­ლი, სა­დაც გა­მო­ფე­ნი­ლია ფო­ტო­ე­ბი და მო­ნას­ტ­რის ეზოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლი ნივ­თე­ბი.



სვე­ტის ჯვრის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში გარ­კ­ვე­ულ დღე­ებ­ში ტარ­დე­ბა ღვთის­მ­სა­ხუ­რე­ბა. სვე­ტის ტა­ძარ­ში მხო­ლოდ სა­კურ­თხე­ვე­ლია მო­ხა­ტუ­ლი. და­ხა­ტუ­ლია ღვთის­მ­შობ­ლის და მღვდელ­მ­თავ­რე­ბის ფრეს­კე­ბი.

სვეტ­ზე ას­ვ­ლა დი­დი რკი­ნის კი­ბის დახ­მა­რე­ბით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. სვეტ­ზე კი­ბეა მიდ­გ­მუ­ლი, გარ­შე­მო სალ­ტე­ე­ბი აქვს გა­კე­თე­ბე­უ­ლი და ამით ამ­ს­ვ­ლე­ლი საფ­რ­თხის­გან და­ცუ­ლია.

იქ ას­ვ­ლა ყვე­ლას არ შე­უძ­ლია. მე­უ­ფე და­ნი­ე­ლი­სა და უწ­მინ­დე­სის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით, სა­მი-ოთხი წე­ლია აიკ­რ­ძა­ლა სა­ე­რო პი­რე­ბის ას­ვ­ლა, მან­დი­ლოს­ნე­ბი მა­ნამ­დეც არ ადი­ოდ­ნენ. გა­მო­ნაკ­ლი­სი მხო­ლოდ სამ­შე­ნებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბის ან რა­ი­მე აუცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში და­იშ­ვე­ბა. სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლებს, წყალს, საკ­ვებს ჯა­ლამ­ბა­რის დახ­მა­რე­ბით ვზი­დავ­დით. ვფიქ­რობთ, რომ წი­ნათ აქ მოღ­ვა­წე მა­მე­ბიც ჯა­ლამ­ბარს იყე­ნებ­დ­ნენ.

ლოც­ვა და შრო­მა
მო­ნას­ტერ­ში ლოც­ვა ღა­მის 2 სა­ათ­ზე იწყე­ბა და გამ­თე­ნი­ამ­დე, 4-5 სა­ა­თამ­დე გრძელ­დე­ბა. დი­ლით, 11 სა­ათ­ზე ტრა­პე­ზია. მე­რე მორ­ჩი­ლე­ბე­ბი იწყე­ბა.

„ძი­რი­თა­დად მშე­ნე­ბა­რე მო­ნას­ტე­რია და უფ­რო სამ­შე­ნებ­ლო საქ­მით ვართ დატ­ვირ­თუ­ლი. რამ­დე­ნი­მე სკა ფუტ­კა­რი გვყავს და იმას ვუვ­ლით. ნი­ა­და­გი ხელს არ გვიწყობს და დი­დი მე­ურ­ნე­ო­ბა არ გვაქვს, არც სა­ქო­ნე­ლი გვყავს. უფ­რო ეზოს მოწყო­ბი­სა და გა­სუფ­თა­ვე­ბის საქ­მით ვართ და­კა­ვე­ბუ­ლი. მშე­ნებ­ლო­ბის­კენ ვართ გა­დახ­რი­ლე­ბი, სე­ნა­კებს ვამ­რავ­ლებთ - ჩვენს მო­ნას­ტერს სტუ­მა­რი ბევ­რი ჰყავს და ამის­თ­ვის სე­ნა­კე­ბია სა­ჭი­რო. ღვთის მად­ლით, საძ­მოც გამ­რავ­ლ­დე­ბა... ყვე­ლას ჩვე­ნი მორ­ჩი­ლე­ბა გვაქვს, გვყავს ტრა­პე­ზა­რი, რო­მე­ლიც ამ­ზა­დებს საჭ­მელს, არის მორ­ჩი­ლე­ბა, რო­მელ­შიც შე­დის ჭურ­ჭ­ლის გა­რეცხ­ვა. მოკ­ლედ, მო­ნას­ტერ­ში ყვე­ლას თა­ვი­სი საქ­მე აქვს. ტრა­პე­ზა­რო­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი მორ­ჩი­ლე­ბაა - ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის და­პუ­რე­ბა გე­ვა­ლე­ბა. ამ კუთხით პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაც დი­დია. სამ­წუ­ხა­როდ, პურს ვერ ვაცხობთ... მო­მა­ვალ­ში ვა­პი­რებთ ფურ­ნეს აშე­ნე­ბას, მე­რე პურ­საც გა­მო­ვაცხობთ.



შრო­მა აუცი­ლე­ბე­ლია, უშ­რო­მე­ლად არა­ფე­რი გა­მო­დის. თუ ადა­მი­ა­ნი შრო­მობს, ღმერ­თი და­ი­ნა­ხავს მის მონ­დო­მე­ბას და უფა­ლი აუცი­ლებ­ლად შე­ე­წე­ვა. ადა­მი­ანს სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით არა­ფე­რი ძა­ლუძს, ყვე­ლა­ფე­რი ღვთის ნე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ადა­მი­ან­მა უნ­და მო­ინ­დო­მოს, რომ ღვთის­გან მოწყა­ლე­ბა მი­ი­ღოს. რო­დე­საც ღმერ­თი ხე­დავს ადა­მი­ან­ში მონ­დო­მე­ბას და ძა­ლის­ხ­მე­ვას, რა­თა სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ის­წო­როს და სა­კუ­თარ თავ­თან იბ­რ­ძო­ლოს, უფა­ლი აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას და გზა­საც უხ­ს­ნის.

ვე­რას­დ­როს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, ოდეს­მე საჭ­მ­ლის გა­კე­თე­ბა თუ მო­მი­წევ­და, ან ჭურ­ჭ­ლის გა­რეცხ­ვა, და­ლა­გე­ბა და ასე შემ­დეგ. თა­ვი­დან ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თ­ვის უცხო იყო. თუმ­ცა, სა­ინ­ტე­რე­სოც - რამ­დე­ნად შეგ­ვიძ­ლია, ჩვენს თავს მო­ვუ­ა­როთ. ნამ­დ­ვი­ლად ვერ შე­ვედ­რე­ბით დე­დებს, მან­დი­ლოს­ნებს კუ­ლი­ნა­რი­ულ სა­კითხებ­ში, თუნ­დაც და­ლა­გე­ბა­ში, მაგ­რამ ვცდი­ლობთ, სა­კუ­თარ თა­ვებს მო­ვუ­ა­როთ, იმ­დე­ნად რამ­დე­ნა­დაც გვჭირ­დე­ბა.

- მა­მაო, ცდი­ლობთ მი­ემ­ს­გავ­სოთ მეს­ვე­ტე მა­მებს?

- ჩვე­ნი გუ­ლი­დან წა­მო­სუ­ლი სურ­ვი­ლია, მივ­ბა­ძოთ მა­მებს, რომ­ლე­ბიც ჩვენს წი­ნა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ცხოვ­რობ­დ­ნენ. მა­თი ლოც­ვით სა­ქარ­თ­ვე­ლო დღემ­დე ძლი­ე­რია. ბე­რო­ბა არ არის ცხოვ­რე­ბის სხვა სტი­ლი. ამა­ში ყო­ველ­დღი­უ­რი სიღ­რ­მეა ჩა­დე­ბუ­ლი. ჩვენ­თ­ვის არც ერ­თი დღე არ არის ერ­თ­ნა­ი­რი. ყო­ვე­ლი წუ­თი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია. სა­კუ­თარ თავ­ში ყო­ველ­დღე სხა­დას­ხ­ვას ვხე­დავთ. ძი­რი­თა­დი ბრძო­ლა სა­კუ­თარ თავ­თან გვაქვს, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღი­ურ ახალ აღ­მო­ჩე­ნებს იწ­ვევს. მე­რე ვიწყებთ ბრძო­ლას ამ უარ­ყო­ფი­თის წი­ნა­აღ­მ­დეგ და მუდ­მი­ვად ასეთ ბრძო­ლა­ში ვართ. წი­ნა­პა­რი მა­მე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა გვეხ­მა­რე­ბა ამ ბრძო­ლის გა­და­ლახ­ვა­ში. ღვთის მად­ლით ჩვენც ამ გზას მივ­ყ­ვე­ბით.

თეა ცა­გუ­რიშ­ვი­ლი

კომენტარები

tako 2017-03-16 16:36
რატომ ვართ ადამიანები ასე დაუნახავები.ადგილი,რომლითაც დღეს ესე ვიწონებთ თავს მამა მაქსიმეს დამსახურებაა.მიკვირს ,როცა ასეთ სტატიებს წერთ,რატომ არ ახსენებთ მამა მაქსიმეს ღვაწლს.
asmati 2017-03-14 17:59
kacxis svetis teritoria ,ramdenime celia,martlac saamo sanaxavia.ik kopna simhvides anihebs adamians.am kvelapers sapudzveli daudo kvtis mosavma adamianma,mama maximem .gmerti hegeciot mamao ketilhobilur sakmehi.madloba tkven kvelaprisatvis,rac mokvasistvis gaaketet.
nana 2017-03-11 14:05
Cmertma gagadlierot.
იზო ცარციძე 2017-01-05 19:22
მამა მაქსიმეს უდიდესი წვლილი მიუძღვის, უფლის შეწევნით, იმაში, რომ კაცხის სვეტი დღეს ასე პოპულარულია....მადლობა, მამაო, იმ დაუღალავი შრომისათვის, რაც თქვენ გასწიეთ მარტოდ მარტომ წლების მანძილზე,,, უფალმა გაგაძლიეროთ....

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები