საშობაო ღვეზელი - ტრადიციული და ძალიან გემრიელი

 

ეს ტრადიციული ღვეზელია, რომელიც ძალიან ჰგავს ხაჭაპურს. უბრალოდ, ნახევარმთვარის ფორმისაა და მას 7 იანვარს აცხობენ.

დაგჭირდებათ:

1 ს.კ საფუარი

1 ს.კ მარილი

400 მლ. წყალი,

1 კგ. ფქვილი

60 მლ. ზეთი,

1 ს.კ. შაქარი.
800 გ უმარილო ყველი
მოხარშული კვერცხი - თითო ღვეზელისთვის 1-2 ცალი
1 კვერცხი თავზე გადასასმელად

მომზადება:
ღვეზელი შეგიძლიათ გამოაცხოთ ნებისმიერი ფორმით, თუმცა ძირითადად ოვალურს ან ნახევარმთვარისებურს აცხობენ.

როგორც ამბობენ, იმდენი ღვეზელი უნდა გამოაცხოთ, რამდენი ოჯახის წევრიცაა სახლში. ღვეზელის ზომა თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.

გაფუებული ცომი გაყავით სასურველი ზომის გუნდებად და დაალაგეთ 10-15 წუთი, ხელახლა ამოსაფუებლად. მანამდე გაფცქვენით მოხარშული კვერცხები

და გაჭერით შუაზე ან სასურველ ზომაზე. ყველი გახეხეთ ან ხელით დაფხვენით. გააბრტყელეთ ცომი. თუ ნახევარმთვარისებურ ღვეზელს აკეთებთ, მაშინ ცომის ერთ ნაწილზე დაალაგეთ ყველი და გაჭრილი კვერცხები, ზემოდან კი ცომის მეორე ნაწილი გადმოაფარეთ. შეგიძლიათ ღვეზელები პირდაპირ ღუმელის თუნუქის ფურცელზე მოამზადოთ, უფრო მოხერხებულია: გადაიტანეთ გაბრტყელებული ცომი და შემდეგ ჩაუდეთ გულსართი.
ღვეზელებს გამოცხობის წინ თავზე ათქვეფილი კვერცხი გადაუსვით და 180-200 გრადუსზე 20-25 წუთი აცხვეთ. 

კომენტარები

ქეთინო 2017-01-06 15:01
საურველია კვერცხი მოხარშვის შემდეგ შეიბოლოს.

კომენტარის დამატება