3 საშობაო მკითხაობა მომავალ დედებს - დაგჭირდებათ ნემსი, თმა და შეშა

ამბობენ, რომ შობის ღამე მომავლის გამოსაცნობად საუკეთესო მომენტია. მთავარია, გწამდეთ, რომ სურვილი აგისრულდებათ, იყავით პოზიტიურ განწყობაზე. 

საშობაოდ 3 მკითხაობა მოგიმზადეთ, რათა გაიგოთ შვილის სქესი და გამოიცნოთ მისი მომავალი ხასიათი. ამასთანავე, მკითხაობაში შეგიძლიათ ოჯახის ყველა წევრი აიყოლიოთ. ახლობლების გარემოცვაში კი ფეხმძიმეს განწყობაც გაუუმჯობესდება. მომავალში კი თქვენს პატარასაც შეგიძლიათ მოუყვეთ, როგორ მკითხაობდით და მხიარულობდით. მაშ ასე, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი საშუალება და იმკითხავეთ.
მომავალი ბავშვის სქესის გამოცნობა, მომავალ დედიკოს ხომ ყველაზე მეტად შვილის სქესი აინტერესებს.

პირველი ვარიანტი
მოიფიქრეთ ციფრების კომბინაცია, აკრიფეთ მობილურზე და დაელოდეთ,

თუ ქალი გიპასუხებთ, გოგონას დედა გახდებით, თუ მამაკაცის ხმას გაიგონებთ - ბიჭის. თუ არავინ გიპასუხებთ, ე.ი. სამყარომ გადაწყვიტა, რომ ბავშვის სქესი სიურპრიზად დაიტოვოს.

მეორე ვარიანტი
დაგჭირდებათ საკერავი ნემსი. გაუყარეთ მასში თქვენი თმა, ან აბრეშუმის ძაფი თუ თმის სიგრძე მკითხაობს საშუალებას არ გაძლევთ. ჩაარჭვეთ ნემსი შალის ქსოვილში და დასვით კითხვა: "გოგონა მეყოლებს თუ ბიჭი?" მოკიდეთ ხელი ძაფს (თმას) და ამოაძვრეთ ნემსი. დააკვირდით როგორი მიმართულებით იმოძრავებს ნემსი: თუ წრეზე წავა, გოგონას დედა გახდებით, თუ სწორ ხაზზე იმოძრავებს - ბიჭის.



მკითხაობა ბავშვის ხასიათზე
ამისათვის დაგჭირდებათ შეშა. თუ სოფელში ცხოვრობთ, მისი მოპოვება არ გაგიჭირდებათ. ქალაქში კი შეგიძლიათ ჰიპერმარკეტებში მწვადის შესაწვავი შეშა შეიძინოთ. მთავარია, რომ ფეხმძიმემ თვალდახუჭულმა ამოიღოს შეშის კონიდან ერთი ცალი. ახლა დააკვირდით, როგორი შეგხვდათ: თუ შეშა სწორია, მშვიდი და დამჯერი შვილი გეყოლებათ; შეშა ტოტებიანი და უსწორმასწორო ზედაპირისაა? - ჯიუტი ხასიათის, მოუსვენარ პატარას ელოდებით. თუ მომავალ დედიკოს შეშის კონიდან ამოცლა უჭირს, რთული მშობიარობა ელის. ხოლო თუ პირველ შეშას მეორეც მოჰყვა, შეიძლება ტყუპის დედა გახდეთ.
რა თქმა უნდა, მკითხაობას სრული სერიოზულობით არ უნდა მიუდგეთ, უფრო სამხიარულოდ უნდა ჩაატაროთ. გწამდეთ სასწაულების, ბედნიერებას გისურვებთ.

კომენტარები

თამუნა 2017-01-18 18:18
ამდენ წვალებას ექოსკოპია არ ჯობია? :))

კომენტარის დამატება