სახლი, რომელიც გია ხუხაშვილმა საკუთარი დიზაინით და გემოვნებით მოაწყო

გია ხუხაშვილი ქალაქისგან მოშორებით, მყუდრო და კომფორტულ ბინაში მეუღლესთან, შვილსა და რძალთან ერთად ცხოვრობს. სახლი, რომელიც ბატონმა გიამ საკუთარი დიზაინითა და გემოვნებით მოაწყო, პატარა ხუხაშვილის მოლოდინშია. ცნობილმა ექსპერტმა შინ გულთბილი მეგზურობა გაგვიწია.

- ამ სახლის გვერდზე ნაგავსაყრელი იყო, გრიშა ონიანს ვთხოვე, ეს ნაგავი მაწუხებს და იქნებ გაწმინდოთ-მეთქი. მითხრა, მე მეზარება და თუ გინდა, მოგცემ და შენ გაწმინდეო (იღიმის). ავდექი და მეც გავწმინდე. ეზო რომ გავაკეთე, ვიფიქრე, ფანჩატურს მოვაწყობ, რადგან ხშირი სტუმრიანობაა ჩვენს ოჯახში და აქ იქნება სტუმრებისთვის განკუთვნილი ადგილი-მეთქი. შევუდექი საქმეს და საბოლოოდ გამოვიდა ისეთი, როგორსაც ხედავთ. ჩემი ძმა არქიტექტორია, მისი დახმარებით, ჩემი გემოვნებითა და დიზაინით გავაკეთეთ ყველაფერი. ზაფხულში სულ გახსნილია მინები, აივანს უერთდება ოთახი და საოცარ გარემოს ქმნის. უკანა მხარეს მეორე ეზო გვაქვს. ეს სახლი "თაუნჰაუსია", ექვსი მეზობელი ვართ და თითოს სამი სართული გვიკავია. ეზო გაერთიანებულია და ყველას თავისი შესასვლელი აქვს. მეზობლები კი გვქვია, მაგრამ უახლოესი ნათესავები ვართ.

- რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ ეს დასახლება?
- ძალიან მყუდრო ადგილია. ერთი მხრივ ქალაქში

ვართ, მეორე მხრივ კი ქალაქის ხმაურიანი გარემოსგან მოშორებით ვცხოვრობთ. არაჩვეულებრივი მიკროკლიმატია. ჩემთვის სახლი სიმყუდროვესა და სიმშვიდესთან ასოცირდება. ბოლო პერიოდში სახლშიც მიწევს მუშაობა, ამიტომ მნიშვნელოვანი იყო, მშვიდ გარემოში მეცხოვრა.
- როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე, როცა არ გიწევთ სადმე გასვლა და მთელ დღეს შინ, ოჯახთან ერთად ატარებთ?
- როცა ვიღვიძებ, პირველ რიგში ინფორმაციას ვიგებ, რამე საშინელება ხომ არ მოხდა. ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, როგორც წესი, კარგს არაფერს ველოდები. ამის შემდეგ გამოვდივარ ეზოში, ვრწყავ _ ეს დილის ვარჯიშივითაა. მერე აივანზე ვისვენებ...

ინტერვიუს სრული ვერსია და სახლის ფოტოები იხილეთ ჟურნალ "შინის" ზამთრის ნომერში, რომელიც უკვე იყიდება

კომენტარები

Ir ine 2017-03-07 18:37
did pativs vtsem baton Gias,mis inteviuebs sul vkitxulob da vusmen,dzalian tchkviani adamiania.Saxli dzalian momewona.
ხათუნა 2017-02-23 11:11
ულამაზესია

კომენტარის დამატება