ქართველი ფილოლოგი ქალი, რომელმაც ღვინის სიყვარულით თბილისი მიატოვა და სამეგრელოში მეღვინეობა დაიწყო

ფილოლოგმა ქეთო ნინიძემ თბილისი რამდენიმე თვის წინ მიატოვა და მარტვილში დასახლდა, სადაც მეგრულ ოდაში ღვინის წარმოებას მიჰყო ხელი.
ქეთო ნინიძე "ბიზნესპრესნიუსს" ღვინის წარმოების, ცხოვრების შეცვლისა და მისი საქმიანობის მთავარი სათქმელის შესახებ ესაუბრა.

როგორც მეღვინე ქალი ამბობს, სოფლად ცხოვრება დიდი ხანია უნდოდა და ამის შესაძლებლობა 2015 წელს მიეცა. დღეს ქეთო ნინიძე ოჯახთან ერთად მარტვილში, მეუღლის დიდი ბებიის მიერ მე-20 საუკუნის 30-იან წლებში აშენებულ ოდაში ცხოვრობს.

"2015 წელს სამეგრელოსა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაცია დაარსდა და მისი ხელმძღვანელობა ჩემს მეუღლეს შესთავაზეს. ჩავთვალეთ, რომ ეს იყო

"ნიშანი", ჩვენი დიდი ხნის მისწრაფება რეალობად გვექცია. ორივე თბილისელები ვართ, თუმცა ჩემი მეუღლე წარმოშობით მარტვილიდანაა, აქაურობა ძალიან უყვარს. სულ ამბობდა, თბილისთან ახლოს აგარაკს არასდროს ვიყიდი, აქაურობა რომ არ დავკარგოო. ასეც მოხდა, აქაურობა არ დავკარგეთ. ზოგი გიჟად გვთვლის, ზოგი - გმირად. მე კი მგონია, რომ უბრალოდ, იმას ვაკეთებთ, რაც სასარგებლოცაა და სასიამოვნოც. გვაქვს საოცარი ეზო, სადაც ჩამოდის პატარა მდინარე და ჩვენი ეზოს ბოლოში ჩანჩქერით სრულდება. ბავშვები სუფთა ჰაერს სუნთქავენ, თამაშობენ მიწით, კენჭებით, ტოტებით და არა - აიპადით, რაც ვფიქრობ, მათი გონებრივი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დადიან ძალიან კარგ ბაღში, საღამოს ვმღერით, ვყვებით ზღაპრებს, ვჭრით და ვკერავთ", - გვიყვება ქეთო ნინიძე. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები

კომენტარები

... 2017-01-13 16:54
მშურს თქვენი შემართების...

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები