როგორ ამოვავსოთ ნაპრალები აბაზანასა და კედელს შორის

აბაზანასა და კედელს შორის სულ პატარა ნაპრალის არსებობასაც კი ძალიან ცუდ შედეგამდე შეუძლია მიყვანა. 


ყველაზე ეფექტური ამ შემთხვევაში ამ ნაპრალების ამოვსებაა და პრობლემაც მოგვარდება, თუმცა როგორ და რითი უნდა ამოვავსოთ ეს ნაპრალები, მაქსიმალური ეფექტი რომ მივიღოთ.

რდიურის ლენტა



ეს ყველაზე ეფექტური საშუალებაა, ყველაზე სწრაფი და ყველასთვის ხელმისაწვდომი. ამ ლენტის შემადგენლობაში შედის ფუნგიციდები, ასე რომ, ობის პრობლემა თავისთავად გვარდება. ლენტა ძალიან მარტივად ეწებება მშრალ ზედაპირს, მთავარია დაბლიდან მოაძროთ დამცავი ფენა.

სილიკონის ჰერმეტიკი


ეს მეთოდიც ძალიან ეფექტურია ყველაზე ვიწრო ნაპრალების ამოსავსებად.

არ დაგავიწყდეთ, რომ

ჰერმეტიკის გამოყენების შემდეგ შენობა კარგად უნდა გაანიავოთ.

სამონტაჟო ქაფი



ეს ქაფი ნაპრალების ამოვსების ძალიან მარტივი საშუალებაა. მის გამოყენებამდე აუცილებელია ზედაპირის კარგად გაწმენდა და გამშრალება, მხოლოდ ამის შემდეგ არის რეკომენდებული ქაფის ხმარება. წასმის შემდეგ ქაფი ფართოვდება და საგულდაგულდ ავსებს მთელ ნაპრალს. უნდა გახსოვდეთ, რომ ქაფს კარგად გაშრობა უნდა დააცადოთ. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ქაფი წყალგამძლე უნდა იყოს.

ცემენტი



ეს ძველებური, აპრობირებული და საიმედო მეთოდია. ოღონდ ის უფრო დიდი ზომის ნაპრალების ამოსავსებად გამოდგება. მიუხედავად მისი ეფექტურობისა, ეს საკმაოდ არაესთეტიკური საშუალებაა და აუცილებლად საჭიროებს კოსმეტიკურ დამუშავებას.

კერამიკული ბრდიური


ბოლო და ყველაზე ესთეტიკური საშუალება. ეს ბარდიური ჯდება სპეციალური წებოს მეშვეობით. ეს პროცესი საკმაო ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა გვერწმუნეთ, წვალებად ღირს, შედეგი მართლაც შთამბეჭდავია.

კომენტარის დამატება