ასეთი საოცარი ლარნაკები ჯერ არ გინახავთ - შუშის დიდოსტატის გამაოგნებელი ნამუშევრები

 

დევიდ პეტჩენი ის სახელი და გვარია, რომელიც უნდა იცოდე, თუ გაქვს პრეტენზია, რომ თანამედროვე ხელოვნებასა და დიზაინში ერკვევი. ის შუშის დიდოსტატია, რომელიც მართლა ხელოვნების ნიმუშებს ქმნის.

მსოფლიოში ცნობილი მხატვარი ამერიკაში მუშაობს, ძველი იტალიური ტექნიკით (მურინით), რომელიც თანამედროვე ხელოვნებაში შეიტანა. მისი შუშის ფიგურები გამოირჩევა ფორმების სიმარტივით, თუმცა ინტენსიური ფერებით, რთული ფაქტურებით და არარეალურად მაღალი შესრულების დონით.

 

კომენტარები

მარი 2017-01-25 12:28
ჩვენ ბოდიში თუ ვენეციაში არ ვართ ნამყოფი! ძალიან დახვეწილი და ლამაზი ლარნაკებია და თან საუცხოოდ შესრულებული, ლამაზი ფერთა გამით!
მთაწმინდა 2017-01-24 23:44
კარგია, მაგრამ ის ვინც ვენეციაშია ნამყოფი იმათვის საოცრება ნამდვილად არ არის.
მაშო 2017-01-23 10:24
საოცრება ლარნაკებია

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები