აი, როგორი სახლი ააშენა მარტოხელა დედამ შვილებისა და ვიდეოინსტრუქციის დახმარებით

გაიცანით, ეს ოთხი შვილის მარტოხელა დედაა, რომელმაც სახლი საკუთარი ხელებით ააშენა. ეს ქალბატონი კარა ბრუკინსია. ორი უიღბლო ქორწინების შემდეგ, რომელსაც თან სდევდა ძალადობა და სისასტიკე, ქალი მიხვდა, რომ დრო იყო გადაერჩინა შვილები და ახალი ცხოვრება დაეწყო.

- ძალიან მრცხვენოდა იმის გამო, - ამბობს ქალი, - რომ ჩემს შვილებს დაბალი თვითშეფასება და არასრულფასოვნების კომპლექსები აწუხებდათ.

სწორედ მაშინ გადაწყვიტა დედამ, რომ დრო ოყო ყველაფერი ნულიდან დაეწყო და შვილები ჩიხიდან გამოეყვანა. სამწუხაროდ, კარას არ ჰქონია იმის საშუალება, რომ საკუთარი სახლი ეყიდა, თუმცა ეს

დაბრკოლება როდი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მას არანაირი ცოდნა და გამოცდილება არ ჰქონდა მშენებლობაში, მაინც მოახერხა მშვენიერი სახლის აშენება.



ყველაფერი 2007 წელს დაიწყო, როდესაც კარამ სრულიად შემთხვევით ჩაუარა ტორნადოსგან დანგრეულ სახლს. სტიქიის შემდეგ ამ სახლის მხოლოდ საძირკველიღა იყო დარჩენილი.

- მახსოვს, მაშინ გავიფიქრე, - იხსენებს კარა, - რა იქნებოდა მიწის ნაკვეთი და თაბაშირმუყაო რომ მქონოდა? როგორი იქნებოდა ჩემი ოცნების სახლი?



გაიფიქრა და... ბანკიდან კრედიტიც აიღო, 150.000 დოლარი სამშენებლო მასალებისთვის, მოიძია ვიდეომასალა და შვილების დახმარებით შეუდგა მშენებლობას.



მშენებლობის დაწყების დროს ბავშვების ასაკი იყო 17, 15, 11 და 2 წელი.



კარამ და ბავშვებმა სახლის კარკასის აშენება ისწავლეს.



ასევე ბეტონზე მუშაობა.



აგურის დალაგება.



და რაც მთავარია, მათ ისწავლეს გუნდური მუშაობა, რაც ასე მნიშვნელოვანია ოჯახისთვის.



მათ მოახერხეს ურთიერთობების დალაგება.

მუშაობაში გართულებმა ვერც შეამჩნიეს, რომ..


ააშენეს სახლი, რომლის ფართიც იყო 325 კვადრატული მეტრი.



სახლში იყო 5 საძინებელი, ავტოფარეხი სამი მანქანისთვის, უზარმაზარი სახელოსნო და ორსართულიანი სახლი.


კარას ოჯახი უბედნიერესი და რაც მთავარია, ერთიანი იყო.


ამ სახლში უკვე მე-8 წელია ცხოვრობენ.


კარა შვილებს უშიშრებს უწოდებს, მათ ხომ ყველაფერი შეუძლიათ, მათ აღარაფრის ეშინიათ, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრებაში.

კომენტარის დამატება