ბინა კრემისფერში - როგორ იყენებენ თეთრისა და ყავისფრის ტონალობებს მოდური ინტერიერისთვის

 საქრთველოში სახლების უმრავლესობა კრემისფერ-ყავისფერ ფერთა გამაში გადაწყვეტილი. ეს ელფერი წლებია, აქტუალობას არ კარგავს. ახლოს არის ხის სტუქტურასთან და ავეჯის გარნიტურების უმრავლესობას კარგად ერწყმის.

წარმოგიდგეთ სამოთახიან ბინას, რომელიც ახალშეუღლებულმა წყვილმა თავად, დიზაინერების დახმარებით მოაწყო. ისინი ახლა პირველი ვაჟის დაბადებისთვის ემზადებიან. ვნახოთ, რა გამოუვიდათ. 

ჰოლი და მისაღები გაერთიანდა და დიდი მისაღები ოთახი გამოვიდა. სააბაზანო და ტუალეტიც გაერთიანდა. ლოჯია კი კაბინეტად გადაკეთდა.
სამზარეულოს გარნიტური ბინის გადაკეთებამდე არსებობდა. რემონტის გაკეთების შემდეგ კარადები თავის ადგილზე დაბრუნდა. ხელოვნური ქვისგან დამზადდა სამუშაო მაგიდა, რომელიც რაფას შეუერთდა.


სამუშაო მაგიდასა და

რაფას შორის ადგილი ბარის დგამმა დაიკავა.


ერთიან სტილში

სამზარეულოს ნიჟარასთან აქსესუარების დეკორი ერთ სტილშია შესრულებული, რაც ერთიანობაში იდეალურად გამოიყურება.
მთავარი აქცენტი

 ყველაზე დიდი ოთახი საძინებელად გადაკეთდა. მისი ფანჯრები ეზოში გადის. ოთახი კარადებით რომ არ გადაეტვირთათ, დამატებითი კედელი "აღმართეს"და სარკის კარები დაუმაგრეს. მშვენიერი გარდირობის ოთახი გამოვიდა. საძინებლის საწოლი პრინცესას ბუდუარს დაამსგავსეს. საწოლის ორივე მხარეს ტუალეტის მაგიდები დახვეწილ დიზაინს კიდევ უფრო მეტ სილამაზეს მატებს. 

ოთახი ნუშისფერ-ლავანდისფერშია მოწყობილი. ფარდა, საწოლის გადასაფარებელი და დეკორატიული ბალიშები _ ერთ ფერში. ინტერიერში ბევრია თეთრი ფერი, რომელიც იდეალურად ეხამება დეკორის სხვა დეტალებს.


საბავშვო ოთახი

 წყვილს არ უნდოდა საბავშვო ოთახი ბიჭის ტრადიციულ ფერში - ცისფერში შეება. ძირითად ფერად კრემისფერ-მომწვანო აირჩიეს.
ერთი კედელი მხიარული ვინილის დეკორაციითა მორთული, რომელიც სურვილის მიხედვით შეუძლიათ კედლის დაუზიანებლად მოხსნან.
კარის უკან სააბაზანოში ჩაშენებული კარადაა, რომელიც შემოსასვლელში გადის. მასში წყვილი სეზონურ სამოსს ინახავს.
ხის კარები შეკვეთითა დაამზადებული და იდეალურად ეხამება ბინის დანარჩენ ავეჯს.


მოპირკეთება. მისაღები ოთახის კედელი დეკორატიული თაბაშირმუყაოს აგურებითაა შესრულებული, დანარჩენი ნაწილი შეღებილია.


ბინის მფლობელს ძალიან უყვარს თეთრი ფერი. ამიტომ ბინის შეღებვაც ამ ფერში გადაწყვიტა. მას ეშინოდა, რომ სხვა ფერები მალევე მობეზრდებოდა. თეთრი კი ბინას უფრო დიდს წარმოაჩენს.
დათბილული ლოჯიისგან შესანიშნავი სამუშაო კაბინეტი გამოვიდა.


კაბინეტი. ეს ოთახი ლოჯიის ხარჯზე შეიქმნა. მისი ერთი კედლისთვის დამზადდა თაროებიანი კარადა. ხის მაგიდა და კარადა ქაღალდებისთვის. ერთიანობაში ისეალური და ფართე კაბინეტი გამოვიდა.
მაგიდის ქვეშ გამათბობელია დამონტაჟებული. ზამთარში მისი ჩართვა შეიძლება. ოთახი მალევე გათბება, რადგან იატაკიც თბება.

  

 

 

 

 

როგორ გეგმავენ დიზაინერები პატარა ბინებს - 4 ბინის დიზაინი

 

კომენტარები

სიმართლე 2017-02-06 12:49
თავად,დიზაინერის დახმარებით

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები