ნაქსოვი ღილებიანი ჟილეტი - შესანიშნავი იდეა დამწყებთათვის

იმისათვის, რომ ატაროთ ლამაზი ნაქსოვი ნივთები, სულაც არ არის აუცილებელი იყოთ პროფესიონალი მქსოველი და ქსოვდეთ ურთულესი თარგების მიხედვით.



გთავაზობთ მოდელს, რომლიც ამის დასტურია, თქვენ ძალან მარტივად შეძლებთ ასეთი ლამაზი ჟილეტის მოქსოვას. ორი ერთი ზომის ნაქსოვი მატერია ერთმანეთს მხრების ზონით ებმის. გვერდებში ღილებით უერთდება. ამ ღილებს ამავე დროს დეკორატიული დატვირთვაც აქვს.



მსგავსი ჟილეტის მოქსოვა შეგიძლიათ როგორც ყაისნაღით, ისე ჩხირებით, როგორც უფრო მოგიხერხდებათ.

ზომის გამოთვლა არც ისე ძნელია. ამისათვის საკმარისია მოიქსოვოს საკონტროლო ნიმუში (10 სმ სიგანის) და დაითვალოს, რამდენი თვალი შევიდა მასში.

მიღებული თვლების რაოდენობა უნდა გამრავლდეს სასურველ სიგანეზე სანტიმეტრებში. ასეთი ჟილეტი ძალიან მიუხდებათ როგორც ქალბატონებს, ისე ბავშვებსაც.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები