ამერიკაში ყველაზე ძვირად ღირებული სახლი იყიდება მანქანებთან, ვერტმფრენთან, მოახლესა და იახტასთან ერთად


ლოს ანჯელესში აუქციონზე 250 მილიონ დოლარად შეფასებული ოთხსართულიანი სახლი გაიტანეს. 3500 კვადრატული მეტრის ფართობში განთავსებულია 12 საძინებელი, 21 აბაზანა, 2 ღვინის მარანი და ერთი ტკბილეულით სავსე ოთახი.


სახლის საფასურში შედის მანქანებისა და მოტოციკლების 30 მილიონ დოლარიანი კოლექცია, მათ შორის არის სპეც-შეკვეთით დამზადებული Rolls-Royce, Bugatti და რეტრომობილი Allard-ი.



სახლის ახალი მფლობელი ვერტმფრენის მეპატრონეც გახდება.



ყველაფერ ამას აუცილებლად მოჰყვება თან იახტა, რაც ერთგვარი სტატუსის სიმბოლო გახლავთ.



სახლის საფასურში შედის ასევე შვიდი მოახლის მომსახურება 2 წლის განმავლობაში. მათთვის სახლს სპეციალური ფრთა აქვს გამოყოფილი.



ეს პანორამული აუზი გახლავთ, რომელიც სუფთა ჰაერზეა დამონტაჟებული.



ბოულინგი.



კინოთეატრი.



ტკბილეულისა და სამაგიდო ფეხბურთის ოთახი.



სატრენაჟორო დარბაზი.



ერთ-ერთი ღვინის მარანი.



ამ სახლში 130 მხატვრული ინსტალაციაა.



ოთახებში სპეციალური შეკვეთით დამზადებული ჩოგბურთისა და ბილიარდის მინის მაგიდები დგას.



ფანჯრებიდან საოცარი ხედი იშლება – მალიბუდან სან გეიბრიალამდე.



სახლის ძველი მფლობელის, ბრიუს მაკოვსკის განცხადებით, ის ეძებდა იდეალურ ადგილს იდეალური სახლის ასაშენებლად ამერიკის ყველაზე ლამაზ ადგილას.



სახლში აბსოლუტურად ყველაფერია, მის ახალ მფლობელს კბილის ჯაგრისის ყიდვაც კი არ დაჭირდება.

კომენტარის დამატება