ხვალიდან რამდენიმე დღის განმავლობაში ითოვებს

საქართველოს უმეტეს რაიონებში ხვალ თოვაა მოსალოდნელი, - ამის შესახებ "პალიტრანიუსს" სინოპტიკოსმა ნაირა მანველიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, თოვა კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

"ხვალისთვის საქართველოს უმეტეს რაიონებში ველოდებით ნალექს თოვლის სახით. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში. მაქსიმალურ ტემპერატურას დასავლეთ საქართველოში ველოდებით

1-დან 6 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი -2-დან +3 გრადუსამდე. ღამით ყინვა კვლავ შენარჩუნდება.

კოლხეთის დაბლობსა და ზემო იმერეთში ნალექი თოვლის სახით იქნება დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთ საქართველოს რაც შეეხება, ნალექი თოვლის სახით იქნება კახეთში. რაც შეეხება დედაქალაქს, ველოდებით აქაც მცირე

თოვლს. აქაც იქროლებს აღმოსავლეთის ძალიან სუსტი ქარი. მინიმალური ტემპერატურა ღამით დაფიქსირდება -1-2 გრადუსის ფარგლებში, დღის განმავლობაში კი ტემპერატურია 0-დან +2 გრადუსამდე იქნება", - განაცხადა მანველიშვილმა.

წაიკითხეთ ასევე:

როგორ დავათბოთ ლოჯია - ძალიან პრაქტიკული იდეები

კომენტარები

მეა 2017-02-27 00:30
ამიხსენით ერთი ითოვებს რა წარმოშობის სიტყვაა..იწვიმებს ითოვებს მზიან ამინდზე იმზევებს..იწვიმებს გასაგებია ითოვებს რა უბედურებაა?!მოთოვს ხალხო მ ო თ ო ვ ს!

კომენტარის დამატება