თუ აბაზანის რემონტს გეგმავთ - რჩევები ქართული რეალობიდან ხარისხსა და ფასებზე

როცა რემონტს იწყებ, ფიქრობ, რომ ინტერიერი იქნება შენი "მეს" გამოძახილი, მაგრამ კომპრომისების კასკადი (ფინანსები, ფართი, ოჯახის წევრების აზრი და ბოლოს პრაქტიკულობა) ამ "მეს", სადღაც "მიჩოჩებას" გაიძულებს. ამიტომ ცივი გონებით მივუდექი ყველა ოთახს, მაგრამ აბაზანა იყო ადგილი, რასაც ვეღარ დავთმობდი. ის ჩემთვის უნდა ყოფილიყო ფერადი და ცოტა პროვოკაციული. მაგრამ რეალობა არ გაცდის "სინარნარეს". აღმოჩნდა რომ გათვალისწინებულ ხარჯებს, აბაზანის "სტიაშკის" აყრა და სანტექნიკის სრულად გამოცვლა ემატებოდა. ჩემი პირველი რჩევაც აქედან იწყება.

1. აბაზანის ხარჯებისთვის, თქვათ, დათვალეთ 2000 ლარი , 500 ზედ დამატეთ. ეს რჩევა ახალ ბინებსაც შეეხება და ძველ ბინებს - მითუმეტეს, აბაზანის რემონტისას, აუცილებლად შეცვალეთ სანტექნიკა, მინიმუმ შეამოწმეთ. (რიგი სამშენებლო კომპანიებისთვის თქვენი ხარისხიანი გაყვანილობა და უსაფრთხოება პრიორიტეტული სულაც არაა.)
5-6 კვადრატული აბაზანის სანტექნიკის გაყვანა, დაერთების ხელობის ფასი 500 დან 800 ლარამდეა. მასალების ფასი ხარისხის მიხედვით იცვლება. ელიავაზე გავრცელებული (თურქულ-ჩინური) მასალებით 300- 350 ლარი დაგჭირდებად.

2. სანტეკნიკის ცვლილების პარალელურად , უკვე უნდა იცოდეთ სად რის დადგმას აპირებთ და როგორი დიზაინის. თუ კედელზე მიბჯენილი უნიტაზი გინდათ, მას სხვა ტიპის სამუხლე უმონტაჟდება. სულ სხვა ტექნოლოგიას მოითხოვს დაკიდებული უნიტაზი. ხელსაბანი თუ მოკლე ჰაერში დაკიდებული მუხლით გნებავთ მას მონტაჟის სხვა სტანდარტები აქვს. ( მილის იატაკიდან ამაღლება, ცხელი და ცივი წყლის მილების მინიმალური დაშორება) მეტ დეტალებს კონკრეტული მოდელის ინსტრუქციაში წაიკითხავთ. დროულად განსაზღვრეთ სად აპირებთ სარეცხი მანქანის განთავსებას შესაბამისი სველი წერტილის მოსამზადებლად.
3. აბაზანის შუაგულში, ტრაპი ერთი შეხედვით ულამაზო დეტალია, თუმცა გამოცდილი ადამიანები დამეთანხმებიან, რომ ეს ძალიან აცილებელი რამაა. ტრაპი მომავალში უსაფრთხოების და დალაგების პროცესში დიდ როლს ასრულებს. ახლა უკვე ვიზუალურად დახვეწილი ტრაპებიც არის ბაზარზე, შესაბამისად მაღალი ფასით. ჩემი მოკრძალებული რჩევა იქნება, ის რკინის შეარჩიოთ (პლასმასი მალე ზიანდება და მისი ამოტეხვა რომ არ დაგჭირდეთ) და ჩამკეტი მეაქანიზმით. მართალია, მას წყლის გამტარიანობა შედარებით ნელი აქვს, თუმცა მომავალში უსიამოვნო სუნს აგარიდებთ თავიდან.

3. უკვე კაფელ-მეტლახის ჯერი დადგა. აბაზანის რემონტისას დილემის წინაშე აღმოვჩნდი, როცა აღმოვაჩინე, რომ ჩემს მიერ "უწვალებლად" შერჩეული 60 ლარიანი კაფელ-მეტლახი ბიუჯეტს სერიოზულ დარტყმას აყენებდა. ხოდა თავიდან დავიწყე ძებნა "ჩემი ფერადი გოგოს" საპოვნელად.
ელიავა ძირითად თურქული და ირანული კაფელითაა გაჯერებული. ფასები დაბალია, თუმცა ასორტიმენტი გემოვნებაში მოიკოჭლებს. (პ.ს. დროს ტყუილად ნუ დაკარგავთ). არსებობს დიდუბეში მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე საწყობი, სადაც ესპანური ფილები შედარებით დაბალ ფასშია, მთლად რეკლამა რომ არ გამივიდეს დავამატებ, რომ პრემიუმ ხარისხი ნამდვილად არაა, თუმცა თანამედროვე დიზაინის ფილებია. დადასტურებულადაც ვერ იმას გეტყვით რომ ნამდვილად ესპანური ფილებია. ფასები 20 ლარიდან - 60 ლარამდე მერყეობს. (მე "ჩემი გოგო" აქ შევარჩიე.)

 

 

  • წინა

კომენტარები

თამუნა 2017-05-11 07:01
იქნებ მიმასწავლოთ ელიავაზე თუჯის აბაზანას სად აახლებენ? ვიკითხე და არ იციან. :( მადლობა
თამუნა 2017-05-11 07:01
იქნებ მიმასწავლოთ ელიავაზე თუჯის აბაზანას სად აახლებენ? ვიკითხე და არ იციან. :( მადლობა
Nat 2017-03-11 19:38
და ერთს დავამატებდი - აუცილებლად გსსათვალისწინებელია სად ჩაუშვებთ სარეცხი მანქანის "შლანგს".
Nat 2017-03-11 19:28
ძალიან ლამაზი კაფელია.
giorgi 2017-02-27 10:21
santeqnikosi qutaisi da mis axlomdebare mxareshi 555 75 88 15 nebismieri sistemis montaji kanalizacia wyalgayvaniloba , bankis damontajeba. abazanis da kuxnis aqsesuarebis montaji giorgi

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები