ჩემი სახლის სიმყუდროვის გარანტი - შინი გირჩევთ!

ჩვენი სახლი, ანუ ადგილი, სადაც დღის განმავლობაში უამრავ დროს ვატარებთ, იმსახურებს იყოს კომფორტული, ხოლო ამის შესაქმნელად 21-ე საუკუნეში სხვადასხვა ტენდენციები თვალსაჩინოდ წამოიჭრა და ჩვენთვისაც აუცილებელი ხდება მათი გათვალისწინება, რათა ფეხი ავუწყოთ თითოეულ ტენდენციას.

ამ სტატიაში გვინდა მოგითხროთ საწარმო „ბ დიზაინი"-ს შესახებ, რომელიც ერთდროულად მომსახურებების სხვადასხვა მიმართულებას გვთავაზობს, დაწყებული მეტალოპლასტმასისა და ალუმინის ფანჯრებით, გაგრძელებული ავეჯითა და დამთავრებული რკინის, მასიური და შედარებით პატარა კონსტრუქციებით.



ჩვენ მათ წარმომადგენელს ვესაუბრეთ და კითხვაზე, რატომ გახდა ასეთი კომპლექსური საწარმოების არსებობა საჭირო, შემდეგი პასუხი მივიღეთ:

-

ჩვენი მიზანი, ჩვენი კლიენტისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაა, იყო დრო, როდესაც „ბ დიზაინი“ მხოლოდ ავეჯზე მუშაობდა, თუმცა, იმ ხარისხის შესაბამისად, რომელსაც ჩვენ მუდამ ვთავაზობდით კლიენტებს, საკმაოდ დიდი ნდობა მოვიპოვეთ და წარმოების გაზრდასთან ერთად, გავზარდეთ სპექტრიც. დღესდღეობით ვთვლით, რომ ჩვენს ერთგულ და პოტენციურ კლიენტებს არაჩვეულებრივ მომსახურებას ვთავაზობთ, დაწყებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციით, გაგრძელებული ადგილობრივი პროფესიონალებით, დიზაინერებითა და დამთავრებული მრავალფეროვანი შოურუმით გადახდის მოქნილ სისტემებთან ერთად. აქ მოსულ ადამიანს შეუძლია განვადებით შეიძინოს ნებისმიერი პროდუქტი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, გადაიხადოს ბარათით და სხვა.

ჩვენ დავათვალიერეთ დიღომში არსებული საწარმო, და შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ ადგილზე მოსულ ადამიანებს, ნამდვილად საინტერესო სურათი დახვდებათ, ყველასთვის შესაძლებელია თვალი ადევნოს მიმდინარე პროცესებს, აქ ყველაფერი ერთიან სივრცეშია თავმოყრილი და პროცესებიც მაქსიმალურად გამჭვირვალეა.



კომფორტს, რომელსაც სახლის მოწყობისას, აშენებისას თუ რემონტისას თითოეული ჩვენგანი ეძებს, ვიპოვით „ბ დიზაინში“, რატომ? იმიტომ, რომ აქ მოსულებს დაგვხვდებიან მაღალი დონის პროფესიონალები, რომლებიც სრულიად უფასოდ გაგიწევენ კონსულტაციებს, შეგიქმნიან ელექტრონულ მოდელებს. იმიტომ, რომ საჭიროა გქონდეთ სურვილი და გააკეთოთ შეკვეთა, ხოლო უმოკლეს ვადაში დამზადებას, ტრანსპორტირებასა და ადგილზე უფასო მიტანა-მონტაჟს თვითონ კომპანია უზრუნველყოფს. იმიტომ, რომ აქ ფასები რეალურად დაბალია და ხარისხზე გარანტიას გაძლევენ, ამავდროულად, თქვენზე ზრუნავენ და არც ერთ სურვილს არ ტოვებენ ყურადღების გარეშე, ისინი ხომ თითოეულ დეტალს ჩვენს კომფორტზე ასახავენ.

დამატებით ინფორმაციისათვის ეწვიეთ მათ სოციალურ ქსელს:

http://www.bdesigne.ge/
https://www.facebook.com/bdesigne

ან დაუკავშირდით ნომერზე:

2 040 200
555 707 200

მისამართი: ფარსადანის ქუჩა 10 (აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ)

R.

კომენტარის დამატება