ყოფილი ქმრის ჯიბრზე აშენებული სახლი, რომლის მსგავსიც არ არსებობდა

ეს სახლი ვაშინგტონის შტატის ქალაქ სიეტლში 1925 წელს აშენდა. ეს ჯერ კიდევ მანამდე მოხდა, სანამ ამერიკაში ასეთი ტიპის სახლები პოპულარული გახდებოდა.
კონკრეტულად ამ სახლის შესახებ რამდენიმე ისტორია არსებობს. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, ამ ადგილის მფლობელს უთქვამს, რომ აქ სახლის აშენება არ შეიძლებოდა და სახლის მეპატრონემ ეს შენობა სწორედ მის ჯინაზე ააგო. თუმცა არსებობს სხვა, უფრო პოპულარული ვერსიაც, რომელიც დიდი ხნის წინ დაშორებული წყვილის შესახებ მოგვითხრობს. ვერსიის თანახმად, მამაკაცმა შეიძინა სახლი და მისი ნაწილი, ანუ წინა ეზო ყოფილ მეუღლეს უწილადა. ქალის წილი

იმდენად პატარა იყო, რომ იქ სახლის აშენება თითქმის შეუძლებელი ყოფილა. თუმცა ქალმა უკან როდი დაიხია, ქმრის ჯიბრით მან ტრაპეციის ფორმის სახლი ააშენა, შენობის განი გახლდათ ერთ მხარეს 4,8 მეტრი, ხოლო მეორე მხარეს 1,3 მეტრი. წარმოგიდგენიათ?

 

 

 

 


მიუხედავად სივიწროვისა, სახლში შესული ადამიანი თავს შესანიშნავად იგრძნობს. სახლს აქვს ორი საძინებელი და ორი აბაზანა. თავად სახლის ყიდვა კი 519.900 დოლარად არის შესაძლებელი.
სახლის ამჟამინდელმა მფლობელმა სახლის შეძენის დროს მასთან დაკავშირებული ისტორიების შესახებ არაფერი იცოდა. აღსანიშნავია, რომ რემონტის შემდეგაც კი სახლს არ დაუკარგავს თავისი ინდივიდუალობა და სტილი.

წაიკითხეთ ასევე: როგორ მოაწყო ცოლ-ქმარმა საოცარი საცხოვრებელი 20 კვადრატულ მეტრში

30 წლის წინ ეს ქალბატონი დაბრმავდა, მისმა ქმარმა კი ხელში ნიჩაბი აიღო და აი, რა გააკეთა!

კომენტარის დამატება