როგორ მიაჩვიეს გერმანელები სისუფთავეს, ანუ იძულების წარმატებული შედეგი

ვიურტემბერგის გრაფმა ახალი ბრძანება გამოსცა, რომლის შედეგად შვაბიის ქალაქები თვალშისაცემად გასუფთავდა. ბრძანების არსი კი ასეთი იყო...

გერმანელები (ალბათ ისევე, როგორც სხვა ხალხები) ნაგავს პირდაპირ ღობის იქით, ან სადაც მოუხერხდებოდათ, იქ ყრიდნენ. ამ ნაგავში შედიოდა როგორც საყოფაცხოვრებო, ისე დაღუპული პირუტყვი, შინაური ცხოველები, ძვლები და ა.შ. მოკლედ, ყველაფერი. ადგილი ჰქონდა ანტისანიტარიას, ვრცელდებოდა დაავადებები და, რა თქმა უნდა, იდგა საშინელი მყრალი სუნი. XV საუკუნეში ვიურტემბერგის (გერმანიის ისტორიული მხარე სამხრეთ-დასავლეთში, მიეკუთვნება შვაბიას) გრაფს ყელში ამოუვიდა ეს სიმყრალე და გამოსცა ბრძანებები, რომ საქონლისა და ადამიანების ფეკალიები

უნდა გაეტანათ გარეუბანში ან მდინარეზე, თანაც — ღამით. ამ ბრძანებების შესახებ, რა თქმა უნდა, დაივიწყეს, რადგან მისი შესრულების შემოწმება არარეალური იყო.

მაშინ გრაფმა ახალი ბრძანება გამოსცა, რომლის შედეგად შვაბიის ქალაქები თვალშისაცემად გასუფთავდა. ბრძანების არსი ასეთი იყო: თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენს მეზობელს ერთი-ორი კვირა არ გააქვს ნაგავი და ამის შესახებ არ განაცხადეთ, დაისჯება არა მხოლოდ თქვენი მეზობელი, არამედ თქვენც. განაგრძეთ კითხვა

კომენტარები

ლეილა 2017-03-17 22:54
და ვის უყვარს თავისი ქალაქი ან სოფელი? მთავარი მაინც თვითშეგნებაა, რომელიც არ გაგვაჩნია, სამწუხაროდ

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები