"კლასიკა, რომლის რემონტზე ერმიტაჟის ხელოსნებმა იზრუნეს..." - ბინა თბილისში, რომელმაც ინტერნეტი აალაპარაკა

ბინა ამ ბინის ფოტოებს ფეისბუქზე ბევრი აზიარებს. ინტერესი გამოიწვია მისმა უცნაურმა ინტერიერმა, დატვირთულმა დეკორმა და ასევე განცხადების აღწერამ, რომ ბინა თვით ერმიტაჟის ხელოსნებმა გაარემონტეს. თქვენც გთავაზობთ ამ საინტერესო ბინის ფოტოებს.

როგორ ირკვევა, ბინის ფართი 1200 კვ.მეტრია. თბილისშიი, ვაკე-საბურთალოს რაიონში, ჭავჭავაძის გამზირზეა. 4-სართულიანია, 17-ოთახიანი, 9 სველი წერტილით, 5 საძინებლით და 4 აივნით.

სახლის პირველ, ანუ ნულოვან სართულზე განთავსებულია ფიტნეს-დარბაზი, გასახდელი ოთახები საშხაპეებით, ჯაკუზი, სამასაჟო ოთახი, საუნა, პედიკურის ოთახი, მინი კაფე-ბარი. აქვს დამატებით ცალკე იზოლირებული შესასვლელი ქუჩიდან, იზოლირებული ცენტრალური გათბობა და ელექტროენერია. პირველ, ანუ მეორე სართულზე

You must have Flash Player installed in order to see this player.
ავტოფარეხი ორი მანქანისთვის. დიდი დარბაზი, აუზი ბარით, საუნა, და მომსახურე პერსონალის ოთახები საკუთარი სველი წერტილებით.

მეორე, ანუ მესამე სართულზე განლაგებულია დიდი დარბაზი მოპირკეთებული ერმიტაჟის ხელოსნებით, სასადილო ოთახი სტუმრებისთვის, კაბინეტები და სამზარეულო. მეოთხე სართულზე განლაგებულია საძინებლები (მასტერ ბედრუმები), სასადილო ოთახი და ბარის დახლიანი სამზარეულო. ყველა საძინებელს აქვს თავისი საგარდერობო ოთახი (ქლოზეტი).

როგორც განმცხადებელი წერს, "სახლი, ვისაც ნამდვილად ესმის კლასიკა, რომლის რემონტზე იზრუნეს თვით ერმიტაჟის ხელოსნებმა. რთულად წარმოსადგენია, რომ ეს რეალობაა". 

ბინის ფასი, როგორც განცხადებიდან ვიგებთ, 2 მილიონი დოლარია.

 

ასევე იხილეთ: „ბარბარე მანტკავას“ რეალური ბინა, რომელიც 220 000 დოლარი ღირს

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები