გუგა ქაშიბაძის მყუდრო სახლი და გამორჩეული ნივთები

მამადავითის ფერდობისკენ მიმავალი გზის ბოლოს დგას სახლი, რომლის ერთ-ერთ ბინაში ცნობილი ექიმი გუგა ქაშიბაძე ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობს.

პირველი, რაც ბინაში შესულს თვალში გხვდება, დიდი სარკეა. დერეფანში ხის ხუთი, მასიური კარი ერთმანეთისგან ჰყოფს სამზარეულოს, მისაღებს, ბავშვის ოთახს, კაბინეტსა და ცოლ-ქმრის საძინებელს.
წელიწადზე მეტია, რაც აქ დამკვიდრდნენ. როგორც აღმოჩნდა, ბინა თითქმის გარემონტებული დახვდათ და ეს განსაკუთრებული კარები იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი, რამაც მათ სახლის შეძენა გადააწყვეტინა (თურმე ხე სპეციალური სითხის გადასხმის შემდეგ, ჭრელდება და ერთგვარ დაჟანგულ ეფექტს იძენს).
ქაშიბაძეებს ბინის ინტერიერში დიდი

ცვლილებები არ შეუტანიათ, მათ მხოლოდ განათების დამონტაჟება, კედლებზე ნახატების დაკიდება და ავეჯისა და სხვა ნივთების დაწყობაღა დასჭირდათ.

- სახლი, სადაც ჩვენი ბინაა, დიდი ხნის აშენებული არ არის. ყოველთვის ძნელია შეჩვეული სახლიდან ახალში გადასვლა. დღემდე მესიზმრება ჩემი ბავშვობის დროინდელი სახლი, თუმცა, როგორც კი მე და ჩემი მეუღლე ამ ბინის დასათვალიერებლად მოვედით, ისეთი შთაბეჭდილება შეგვექმნა, თითქოს მის კედლებთან გარკვეული მოგონებები გვაკავშირებდა. საერთოდ, ძალიან მიჭირს ხოლმე ახალ გარემოსთან შეგუება, მაგრამ ამ ბინას ადვილად შევეჩვიე.

ჩვენთვის ასევე მთავარია, ბინა არ იყოს "ცივი", არ ჰგავდეს ოფისს და იყოს ნათელი. შინ არ მაქვს ამოჩემებული საყვარელი ადგილი. ოთახში ტელევიზორთან დიდ დროს ვატარებ, მაგრამ ერთ ადგილას დიდხანს ჯდომა არ შემიძლია. სკოლაშიც მიჭირდა მერხთან გაჩერება, მეცადინეობა, კითხვა და სულ დავდიოდი. ასევე ვარ ხატვისას. ფაქტობრივად, მაგიდის გარშემო დავრბივარ და ნახატსაც წრეზე ვატრიალებ. ოპერაციასაც რომ ვაკეთებ, ხშირად პაციენტის გარშემო ვმოძრაობ და ისე ვმუშაობ.

***

მასპინძელს ძველი ნივთებისადმი გამორჩეულად ემოციური დამოკიდებულება აქვს. მიიჩნევს, რომ თითოეული ინდივიდუალური ისტორიის მატარებელია, სწორედ ამიტომაა ისინი ძვირფასი და ამაში არ იგულისხმება ნივთის ღირებულება. ასეთია მისაღებ ოთახში მოთავსებული ორი ძველი "ბუფეტი", ჭრელი ფარდაგები, ლამპები, ნახშირის ბუხარი; სამზარეულოს მაგიდაზე - წინაპრების ნაქონი ჩაის ჭიქები; ინტერვიუს სრული ვერსია და სახლის ფოტორეპორტაჟი იხილეთ ჟურნალ "შინის" გაზაფხულის ნომერში

კომენტარები

Tinatini 2017-04-28 08:57
მესმის თქვენი, ჟურნალის ყიდვის მიზნით, აინტერესებთ ადამიანებს, მაგრამ ყველა ვერ ყიდულობს ამ ძვირიან ჟურნალს, ან ოდნავ დააიაფეთ, ან დიდი ნაწილი გამოაქვეყნეთ,,..თხოვნაა...

კომენტარის დამატება