რომელ ოთახში ჯობია ბზის ტოტის შენახვა მთელი წლის განმავლობაში


ქრისტიანული სამყარო ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. როგორ აღვნიშნოთ ეს დღე სწორად, სად შევიძნოთ ბზა და რომელ ოთახში უნდა ვიქონიოთ ბზის ტოტი მთელი წლის განმავლობაში.
გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ- მონაზონი ანდრია (სარია):

- როგორ უნდა აღვნიშნოთ ბზობა?
- ტაძარში შევხვდეთ ბზობას, ეს იქნება ყველაზე მართებული დახვედრა ამ დღისა. სპეციალური ლოცვა იკითხება და ამით ჩვენს
რწმენასა და მადლიერებას გამოვხატავთ. ლაზარეს მკვდრეთით აღდგინებამ გამოიწვია ქრისტეს განდიდება, იერუსალიმში

დიდებით მიღება, თუმცა ამავე დროს აღსრულდა წინასწარმეტყველება. სასწაულის ხილვამ აღაფრთოვანა ისრაელიანნი, მაგრამ მალევე გადაავიწყდათ. ბზობა ტოტების "განდიდებით" არ უნდა აღინიშნებოდეს. ვისთვისაც დაიფინა და გამოჩნდა ქვეყნად ის უნდა გვყავდეს გულში. სულიწმიდის მადლით მოვრწყათ ჩვენი სული, ბზამ რომ "იჯეჯილოს".

- ბზა მხოლოდ ეკლესიაში უნდა შევიძინოთ?
- ზოგიერთი უფასოდ არიგებს, უმჯობესია სახლიდან მიტანილი და მოვლილი.

- ვინც ტაძრის გარეთ ყიდულობს ეს არ არის მისაღები?
- შეიძლება იყიდოს, რაიმე აკრძალვა არ არსებობს.

- თუ ბზას შინ ვახარებთ ქოთანში ან ეზოში, ბზობას როგორ მოვიქცეთ?
- ყოველ წელს მივიტანოთ და ვაკურთხებინოთ, ნიშნად იმისა რომ განგვიახლდეს ბზობის მადლი. ისე ყველა სახლში შეიძლება დარგული იყოს, მაგრამ ის დანიშნულება არა აქვს, რასაც კურთხევის შემდეგ იძენს.

- თუკი სახლში მიტანილ ნაკურთხ ბზას რტოები მოტყდა და ფოთლები ჩამოცვიცდა, ეს ცოდვად ითვლება?
- განგებ რაც არ კეთდება და მოუფრთხილებლობით, ცოდვაში არ გვეთვლება.

- ვისაც სახლში ძველი, გამხმარი ბზა აქვს იმას რა გზა უნდა მიუჩინონ?
- სუფთა ადგილას დაწვან ან დამარხონ.

განაგრძეთ კითხვა

კომენტარები

მოსე 2023-04-11 11:59
სასაცილოა ჯერ ის ფაქტი რომ ბზას არანაირი კავშირი არ აქვს ქრისტეს დიდებით შესვლას იერუსალიმში...იქ ბზა საერთოს არც ოფილა...მეორე ბზა წელიწადში იზრდება 3-5- 7სმ სიმაღლის და წარმოიდგინეთ ადამიანები ამტვრევენ ბზას რომელიც მცენარემ 5 დან 10 წელი მოანდომა მის გაზრდას....კოლხული ბზა წითელ წიგნშია შესატანი და გადასარჩენია ეს უნიკალური ბზის სახეობა, რომელსაც ეკლესია შეუგნებლად აჩანაგებს....თუ ბზა გინდათ იყიდეთ ნერგი და ქოთანით მიდით ხოლმე ეკლესიაში...
nino 2017-04-27 14:58
bevri vipikre vipikre tvinic gavandzrie da mivxvdi_yplisgan gonebis tvali gmertisgan kvelas axelili akvs mnishvneloba imas akvs vin ra kutxit ykurebs situacias.......rac sheexebat sxvadasxva sektebs.eg tkveni da cemi gansasgeli ar aris.
აკაკი 2017-04-25 12:23
რაც გინდა ის იფიქრე, სექტებიც ბლომად არიან საქართველოში, ტვინი ცოტა უკეთესად გაანძრიე და იქნებ უფალმა აგიხილოს გონების თვალი.
nino 2017-04-21 11:37
კარგი ეს ხალხი სვამს ამ სულელულ კიტხვებს —გასაგებია.....მაგრამ მამაოც რომ ხალისიტ პასუხობს....საიტ მივკევარტ ამ კველაპერს.მე მგონი ცრუ რცმენისკენ და კერპტაკვანისმცემლობისკენ......არ ვიცი არ ვიცი რა ვიპიკრო

კომენტარის დამატება