რატომ აქვთ ინგლისელებს ცალ-ცალკე ცხელი და ცივი წყლის ონკანები? - პასუხი გაგაკვირვებთ

ინგლისი ცნობილია თავისი უცნაური ტრადიციებით. თუნდაც მათი ქუჩაში მოძრაობის წესები რად ღირს. თუმცა განსაკუთრებულ გაკვირვებას ინგლისურ აბაზანაში შესვლა იწვევს. მთელი მსოფლიო სარგებლობს ონკანის ერთი შემრევი მილით, რომლიდანაც ხან ცხელი წყალი მოდის, ხან - ცივი, ჩვენი სურვილის მიხედვით, აი, ნისლიან ალბიონზე ასე ნამდვილად არ არის. ინგლისში ცივ და ცხელ წყალს თავისი ონკანი აქვს, ანუ ინგლისელის აბაზანაში აუცილებლად ნახავთ ორ ონკანს ცივი და ცხელი წყლისთვის.

საინტერესოა, რითი აიხსნება ეს ინგლისური ტრადიცია.



მიზეზი 1

საკანონმდებლო
ძალიან გაგიკვირდებათ, თუმცა ინგლისში არსებობს კანონი, რომლის თანახმადაც

ცივი და ცხელი წყლის ერთმანეთში შერევა აკრძალულია. ამ ქვეყანაში არ არსებობს ცენტრალური გათბობა.



აქ თითოეულ სახლს აქვს საკუთარი ბოილერი. ადრე წყლის ეს რეზერვუარები არცთუ ხარისხიანი მეტალით მზადდებოდა, რომელიც მალე ჟანგდებოდა და იკეთებდა ნადებს. ამის გამო წყლის დასალევად გამოყენება აღარ შეიძლებოდა. იმისათვის, რომ თავიდან აეცილებინათ ხალხის მოწამლვა, გამოვიდა ბრძანება, რომლის თანახმადაც მოსახლეობას ეკრძალებოდა ცივი, დასალევი წყლის რეზერვუარის თბილ წყალთან შერევა.



მიზეზი 2

ეკონომიურობა

და ბოლოს, ყველაზე რაციონალური ახსნა. ინგლისელები უბრალოდ წყლის ეკონომიას აკეთებენ. სანამ ჩვენ მოვუშვებთ ონკანს, დავარეგულირებთ ჩვენთვის სასურველ წყლის ტემპერატურას და დავიწყებთ ხელების დაბანას, ბევრი წყალი ტყუილად იხარჯება და მიდის კანალიზაციში. ინგლისში კი ასე როდი ხდება. იქ წყლის ყოველ წვეთს უფრთხილდებიან.

კომენტარები

Eka 2019-02-06 23:28
Chemi shvilibritanetshi swavlobs samxedroa onkanebi martlac rom asea shvili meubneva davitanje wveris gaparsvazeo ertshi civi modis meoreshi ki mdugareo dzaan uazrobaa
ruso 2018-07-13 12:09
მიზეზი #1 და მიზეზი #2 - და დასკვნა " და ბოლოს ".... უუუპროფესიონალესი ჟურნალისტის სტატიაა
qarTveli 2018-07-13 11:32
ჰომოსექსუალური ქორწინება დააკანონეს და მაინც და მაინც ამ ონკანებზე იცავენ ტრადიციებს?
alexi 2018-07-12 12:55
საინტერესოა შხაპსს როგორ იღებენნ.. ))
ავი 2018-02-03 11:39
ბევრი სულელური და შეიძლება ბინძური ჩვევაც აქვთ! პირის დასაბანად აგუბებენ წყალს და ისე იბანენ !"ჩემი აზრი"-ს პასუხი მართალია და დავამატებდი,რომ მთელ მსოფლიოს ჯინში უდგანან!

კომენტარის დამატება