ვისი სახლების დათვალიერებას შეძლებთ ჟურნალ ”შინის” გაზაფხულის ნომერში

გაზაფხულის "შინ" უკვე დახლებზეა, თქვენი სახლის საგაზაფხულო განწყობას ბოლომდე გაიზიარებს და, რა თქმა უნდა, ახალ მუხტსაც შემოგიტანთ შინ.
ნომერში ბევრი საინტერესო რამ გელით. ინტერიერის გაახლებას დეკორატიული ნივთებით, პატარა სივრცის ვიზუალურად გადიდებას და კედლის მოხატვას ცნობილი დიზაინერები გირჩევენ. ასევე ცნობილი მებაღე საგაზაფხულო სამუშაოებსა და ყვავილების სწორ მოვლაზე მოგცემთ რჩევებს. დაათვალიერებთ საქართველოს რამდენიმე კუთხის საოცარ სოფლებს, ისწავლით, როგორ აქციოთ ძველი დისკები დეკორის ნივთებად და როგორ გამოიყენოთ მორჩენილი შპალერი. ასევე სანტექნიკის სპეციალისტი მოგცემთ რჩევებს და გიპასუხებთ ყველაზე აქტუალურ შეკითხვებზე.

ტრადიციულად, ამ ნომერშიც იმოგზაურებთ

გამორჩეულ სახლებში - ზალიკო ჩიქობავასა და თათა სვანიძესთან (მათი ბინის ერთ-ერთ ფოტოს სულ ზემოთ ხედავთ და ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია იმ სილამაზესთან შედარებით, რაც ამ ბინაში დაგვხვდა). ასევე იხილავთ მოქანდაკე დავით მონავარდისაშვილის ბინას და სახელოსნოს, ცნობილი საოპერო მომღერლის, მედეა ამირანაშვილის სახლს. გამოგზაურებთ ტიციან ტაბიძის საოცარ სახლმუზეუმში, რომელიც მისი საყვარელი მიხაკებით არის მორთული.

ასევე დაათვალიერებთ ცნობილი ექიმისა და მოყვარული მხატვრის გუგა ქაშიბაძის ეკლექტურ ბინას, რომლის ერთ ფრაგმენტს ასევე გთავაზობთ:

ასე რომ, საკმაოდ საინტერესო და ლამაზი სანახაობა გელით.

რაც შეეხება საჩუქარს, "შინი" დეკორატიულ სამაგრებს გთავაზობთ, რომლითაც საყვარელი ფოტოები შეგიძლიათ დაამაგროთ და ბინის ინტერიერი გაალამაზოთ. ამ ფოტოების დაბეჭდვაშიც დაგეხმარებათ "შინი" და სტამბა "პრინტარეა", რომელიც ყველა მკითხველს ჩუქნის ვაუჩერს - მისი განაღდების შემთხვევაში 10 ამორჩეულ, სასურველ და საყვარელ ფოტოს უფასოდ დაგიბეჭდავენ! 10 იღბლიანი კი, როგორც ყოველთვის, ასევე გამორჩეული საჩუქრის მფლობელი გახდება - თუ სათანადო ვაუჩერს აღმოაჩენთ, ყველაზე საჭირო და სასარგებლო "მეურნის ენციკლოპედიის" მფლობელი გახდებით.

მაშ ასე, სანამ არის, დროულად შეიძინეთ ახალი "შინ", რომელიც ძალიან უხდება გაზაფხულის თბილ ფერებს და სასიამოვნო სურნელს.

კომენტარები

lali 2017-06-20 12:31
და ,რატომ არ შლით უხამს კომენტარს ? ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ყველას თავისი სახლ-კარი....
XXX 2017-05-25 21:50
ყველას ჩავუჯვი იმ სახლ-კარში ვისი დათვალიერებაც შეიძლება!!!
ნინკა 2017-05-25 04:07
ბინა კარგია,მაგრამ უგემოვნებოდაა მოწყობილი...
gaga 2017-05-24 11:20
მდარე გემოვნება, მეშჩანობა
ლატავრა 2017-04-23 00:25
ბინა და სახლი ერთი და იგივე არაა. სახლი შენობაა.

კომენტარის დამატება