როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ჩახოხბილი უძველესი, ტრადიციული რეცეპტით

ჩახოხბილი უძველესი ქართული კერძია. მისი სახელწოდება ხოხობს უკავშირდება და ჩაშუშულ ხოხობს აღნიშნავს. ძველი რეცეპტით ჩახოხბილი უპამიდვროდ, მხოლოდ ერბოთი, კვერცხითა და ძმრით მზადდებოდა, იყო უფრო ცხიმიანი და შესაბამისად – კალორიული კერძი. თანამედროვე ეპოქაში ჩახოხბილს პამიდვრით ამზადებენ, ზოგჯერ კვერცხს უმატებენ, ზოგჯერ კი – ტკბილ წიწაკას. ფრინველის მომზადების ტექნოლოგიაც განსხვავებულია: ერთი ვერსიით ფრინველი წინასწარ შეიწვას და შემდეგ დაემატოს მოშუშული სოუსი, მეორე შემთხვევაში კი დაჭრილი ხორცი ხახვთან ერთად იშუშება და შემდეგ ეტაპობრივად ემატება დანარჩენი ინგრედიენტები. წინამდებარე რეცეპტის მიხედვით ხოხბის ნაცვლად შეიძლება შინაური ვარია ან

მწყერიც გამოვიყენოთ.


ინგრედიენტები
ქათამი - 1 ცალი, პატარა ზომის
ხახვი - 6-7 თავი
პამიდორი - 1 კგ, კანგაცლილი, დაჭყლეტილი
ქინძი - 1 კონა
რეჰანი - 1 კონა
ერბო
მარილი
მწვანე წიწაკა  იხილეთ მომზადება

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები