როგორ მოქმედებს ინტერიერის ესა თუ ის ფერი ადამიანის ენერგიაზე

წითელი

წითელი ყველაზე სტიმულატორ ფერად მიიჩენვა. ინტერიერში ამ ფერის დიდი დოზით გამოყენება მიზანშეწონილი არ არის. ასევე არ არის რეკომენდებული ამ ფერის იმ ოთახში გამოყენება, რომელშიც წნევიანი ავადმყოფები იმყოფებიან. 


წითელი ფერის სიფრთხილით გამოყენების შემთხვევაში ძალიან კარგი შედეგის მიღებაა შესაძლებელი. წითელი ფერის ზომიერად გამოყენება ადამიანს ოპტიმიზმისკენ, პოზიტივისკენ უბიძგებს. ზოგადად წითელი ფერი ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას, სექსუალურ სწრაფვას, მედლის მეორე მხარე კი აგრესია და გაღიზიანებაა.

კარგად შერჩეული წითელი მოუხდება შემოსასვლელს, სამზარეულოს, სასტუმრო ოთახს.


ნარინჯისფერი

ნარინჯისფერი სიცოცხლით სავსე

ფერი გახლავთ, რომელსაც ცივი ტონები არ გააჩნია. აღნიშნული ფერი წითელი და ყვითელი ფერების ნარევია. წითელი ფერიდან მან აქტიურობა მიიღო, ყვითლიდან კი - სითბო და სიკეთე. ამიტომაც, ნარინჯისფერის დიდი დოზით გამოყენებაც კი არ შეუქმნის ადამიანს დისკომფორტს. ინტერიერში ნარინჯისფერი ძალიან კომფორტული და თბილია. აღსანიშნავია, რომ ეს ფერი ხელს უწყობს ტვინის მუშაობას.
ფორთოხლისფრად შეგიძლიათ გააფორმოთ სამზარეულო, მისაღები, ბავშვის ოთახი, დერეფანი.

ყვითელი

ყვითელი მეტად ინტენსიური ფერია. ეს გახლავთ მზის, ბედნიერების, მხიარულების ფერი და ამიტომაც ის პოზიტივს ასხივებს. ყვითელი ფერი ადამიანს ახალი იდეებისკენ უბიძგებს. ყვითელი ძალიან კარგად ერწყმის სხვა თბილ ფერებს, თბილი ფერები კი ადამიანებს ყოველთვის დადებით მუხტს გადასცემს.

ამ ფერს ხშირად იყენებენ სხვა ფერებთან ერთად, მათ გასახალისებლად, უფრო ბნელი ადგილების გასანათებლად. უხდება ბავშვის ოთახს, სამზარეულოს, დერეფანს.


ცისფერი

ცისფერი დასვენების, ცის, ყინულის, სისუფთავისა და სისპეტაკის ფერია. ეს ფერი კრეატიულობისკენ გვიბიძგებს.
ინტერიერში ცისფერი ძალიან უხდება მედიტაციას. ეს ფერი ხელს უწყობს ადამიანის მოდუნებასა და დასვენებას. ძალიან ეფექტურია უძილობის დროს.
ცისფერი აქტიურად გამოიყენება როგრც სამუშაო ოთახებში, ისე საძინებლებში, ასევე სამკურნალო და დასასვენებელ დაწესებულებებში.


ლურჯი

ლურჯი რელაქსის ფერად მიიჩნევა. ის გახლავთ სიმშვიდის, სიღრმის, სიბრძნის განსახიერება. ეს ფერი ადამიანებს ნეგატივისგან ათავისუფლებს. ლურჯი ფერის ინტერიერი მისწრებაა ქაოსურ სამყაროში მცხოვრები ადამიანისთვის, ასევე საბავშვო ოთახისთვის. ასევე ძალიან უხდება აბაზანას.

ამასთან, ლურჯი ფერი სივრცეს ვიზუალურად ზრდის, ანიჭევს მას მეტ სიღრმესა თუ სიმაღლეს. თუმცა, გადაჭარბებული დოზით ამ ფერის გამოყენებას არ გირჩევთ, დიდი დოზით გამოყენებულმა ლურჯმა ფერმა შესაძლოა ადამიანი აპათიაშიც კი ჩააგდოს.



მწვანე

მწვანე უნივერსალური ფერია. ის სიცოცხლის, ბუნების, გაზაფხულის სიმბოლოა. ღია მწვანე განკუთვნილია ადმიანებისთვის, რომლებიც მუდმივად რაღაც ახლის ძიებაში არიან. ზოგადად მწვანე ფერი ადამიანის ფსიქიკაზე ძალიან დადებითად მოქმედებს და შეიძლება ითქვას, რომ დამამშვიდებელი ეფექტიც კი აქვს.
ამ ფერის გამოყენება ნებისმიერ ოთახშია შესაძლებელი, სადაც კი მოისურვებთ და მოახდენთ ინტერიერს.

ყავისფერი

ეს ერთგული, საიმედო, მეგობრული ფერია. მიწის ფერია. ყავისფერი ადამიანს საკუთარი ძალების რწმენაში ეხმარება, საკუთარი თავის აღქმაში. თუმცა ამ ფერს მეორე მხარეც აქვს - მოწყენილობა, შიში, დეპრესია.

რაც შეეხება ყავისფერის ინტერიერში გამოყენებს, მისი ათვისება ნებისმიერ ოთახში შეიძლება, ხე ხომ ყველაფერს უხდება, ასევე ხის ფერიც. ღია ყავისფერი უხდება მისაღებს, საძინებელს.


იასამნისფერი

იასამნისფერი მისტიური, დიდებული ფერი გახლავთ. ის არის აღმაფრენის, რაღაც დიდებული სიმბოლო. ეს ფერი ამშვიდებს ადამიანის შინაგან სამყაროს. იასამნისფერი ძალიან კარგად მოქმედებს ნევროზის დროს.
იასამნისფერი ბუნებრივი ფერი არ გახლავთ, ამიტომ ინტერიერში ამ ფერის გადაჭარბებული დოზით გამოყენებას არ გირჩევთ. ღია იასამნისფერი უხდება საძინებელს, სააბაზანოს. 


ვარდისფერი

ვარდისფერი ოცნების, სიყვარულის, სითბოს ფერია. ის ადამიანს ოპტიმიზმისკენ უბიძგებს. ეს ფერი ძირიტადად გასატხოვარი გოგონების საძინებლებში გამოიყენება და ხაზს უსვამს მათ რომანტიულ ბუნებას.
რაც შეეხება ამ ფერის ინტერიერში გამოყენებას, იდელურია მისი სხვა ფერთან ტანდემში გამოყენება. ვარდისფერი ძალიან დადებითი ფერია, რომელიც საკუთარ თავში ყველა ფერის სპექტრს აერთიანებს.


შავი

აღმოსავლეთში შავი ფერი სიკეთის სიმბოლოა, იაპონიაში ის სიბრძნეს გამოხატავს, ზოგიერთ ქვეყანაში კი შავი ტრაგედიასთან და უბედურებასთან ასოცირდება.
შავი ინტერიერი არასტანდარტული და ძალზე თამამი გადაწყვეტილებაა. შავი ფერი ძალიან კარგად გამოიყენება ფონად.
ინტერიერში შავი ფერი შეიძლება გამოიყენოთ კედლების, ჭერის და იატაკის შესაღებადაც კი. რა თქმა უნდა, ამ ფერზე არჩევანი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა შეაჩეროთ, თუ თქვნი სახლის გაბარიტები იძლევა ამის საშუალებას. ამ შემთხვევაშიც შავი ფერი აუცილებლად უნდა გადახალისდეს სხვა ფერებით, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ინტერიერი დამთრგუნველი გამოვა.


ნაცრისფერი

ეს ორი უკიდურესი ფერის ნაერთია, შავისა და თეთრის. ნაცრისფერი ერთის მხრის რეალიზმს გამოხატავს, მეორეს მხრივ კი მოწყენილობასა და სასოწარკვეთას.
ნაცრისფერს ბევრი ტონალობა გააჩნია, რომლიც ინტერიერში ძალიან ეფექტურად გამოიყურება.
ნაცრისფერი შესანიშნავად გამოყენება ღია ფერების ფონად. ეს ფერი ძალიან აქტუალურია თანამედროვე ინტერიერში.

 

კრემისფერი

კრემისფერი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფერია, განსაკუთრებით მისაღებისა და საძინებლის გასაფორმებლად - მასთან იოლია ავეჯის თუ აქსესუარების შეხამება, მშვიდი და უპრეტენზიო ფერია. 

თეთრი

თეთრი ასევე უნივერსალური და პოპულარული ფერია. წელს თეთრი მოდურ და აქტუალურ ფერებს შორის არის. თეთრთან ადვილია სხვა ფერების შეხამება და ამიტომ ხშირად მიმართავენ ამ ფერს, როგორც ძირითადს. ნებისმიერ ოთახს მიესადაგება თეთრი.

კომენტარის დამატება