სენსაციად ქცეული დიეტა, რომლის ეფექტურობამაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ზედმეტ კილოგრამებთან მებრძოლ ქალბატონთა რიცხვი დღითი დღე მატულობს. წვადებზე და ხაჭაპურებზე უკეთესი მართლაც არაფერია, თუმცა ფორმაში ჩასადგომად დრო სულ უფრო ცოტა რჩება და ეფექტური დიეტებიც სულ იფრო დიდ ინტერესს იწვევს. გვინდა შემოგთავაზოთ ძალიან ეფექტური დიეტა, რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა. ამ დიეტით კვირაში 3-5 კგ-მდე დაიკლებთ. საერთო ჯამში კი 3 კვირაში 7-12 კგ-მდე უნდა დაემშვიდობოთ და რაც მთავარია, დაკლებული კილოგრამები სულ მცირე, 3 წელი აღარ შეგაწუხებთ.

შემოგთავაზებთ ერთი კვირის რაციონს

დიეტის მეორე და მესამე კვირა პირველი კვირის გამეორებაა.

არ არის აუცილებელი ამ დიეტის მაინცდამაინც სამი კვირის განმავლობაში დაცვა. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი კილოგრამი გაქვთ დასაკლები. დიეტის დროს დღის განმავლობაში შეგიძლიათ მიიღოთ წყალი.



1 დღე

საუზმე: 1 ჭიქა ყავა

სადილი: 2 ცალი მოხარშული კვერცხი, 1 კონა ისპანახის სალათი ან მოხარშული სტაფილო ცოტა მცენარეული ზეთით, 1 ცალი პომიდორი ან ერთი ჭიქა პომიდვრის წვენი. ყველაფერი უმარილოდ.

ვახშამი: 200-250 გრ მცენარეულ ზეთში შემწვარი სტეიკი, ბოსტნეულის სალათი (კომბოსტო, სტაფილო, ჭარხალი) მცენარეული ზეთის დამატებით.


მე-2 დღე

საუზმე: 1 ჭიქა ყავა და ორცხობილა

სადილი: 100 გრ სტეიკი, ახალი ბოსტნეულის სალათი (სტაფილო, ჭარხალი, კომბოსტო)

ვახშამი: 100 გრ უცხიმო შაშხი ან მოხარშული ხორცი, 1 ჭიქა მაწონი ან კეფირი.


მე-3 დღე

საუზმე: 1 ჭიქა ყავა და ორცხობილა

სადილი: 1 ცალი ზეთში შემწვარი სტაფილო ან ჭარხალი, 1 ცალი პომიდორი ან ერთი ჭიქა პომიდვრის წვენი, 1 ცალი მანდარინი ან ქლიავი, 1-2 ცალი ფორთოხალი.

ვახშამი: იგივე, რაც სადილი


მე-4 დღე

საუზმე: 1 ჭიქა ყავა

სადილი: მოხარშული კვერცხი, 3 ცალი მოზრდილი მოხარშული სტაფილო, 150 გრ ყველი 

ვახშამი: ხილის სალათი. ბანანი არ შეიძლება.




მე-5 დღე

საუზმე: ლიმონის წვენმოსხმული გახეხილი სტაფილო

სადილი: 0,5 კგ უცხიმო მოხარშული ან ჩაშუშული თევზი, 1 ცალი პომიდორი ან ერთი ჭიქა პომიდვრის წვენი

ვახშამი: ერთი მომცრო ზომის სტეიკი, ბოსტნეულის სალათი (კომბოსტო, სტაფილო, ჭარხალი, კიტრი, ბულგარული წიწაკა)


მე-6 დღე

საუზმე: 1 ჭიქა ყავა

სადილი: მცენარეულ ცხიმში ჩაშუშული ან ფოლგაში გამომცხვარი ქათმის ხორცი

ვახშამი: 2 ცალი მოხარშული კვერცხი, გახეხილი სტაფილო, 1 ჭიქა ჩაი


მე-7 დღე

საუზმე: ერთი ჭიქა ჩაი

სადილი: 150-200 გრ მოხარშული ან ჩაშუშული საქონლის ხორცი, 1 ცალი ვაშლი

ვახშამი: იგივე, რაც სადილი

ამ დიეტის დროს შიმშილის ძლიერი გრძნობა არ შეგაწუხებთ. ბოსტნეული და მცენარეული ზეთი თქვენს ორგანიზმს მიკროელემენტებითა და ვიტამინებით კვებავს.

კომენტარის დამატება