ლაქებს აქრობს, სუნს აშორებს... - და კიდევ უამრავ რამეში გამოგადგებათ ჩვეულებრივი სახამებელი

ტყავის წმენდა
ტყავის ქურთუკის გაწმენდა გინდათ და ქიმწმენდაში მისვლას ვერ ახერხებთ? ეგ არაფერი. აიღეთ სახამებელი (ე.წ. კრახმალი), მოაყარეთ ტყავს, გააჩერეთ ცოტა ხანი, რათა ჭუჭყი სახამებელმა შეიწოვოს და გაწმინდეთ კარგად გაწურული ტილოთი. ამ მეთოდით ტყავის სავარძლების წმენდაც ძალიან ეფექტურია.



ცხოველის ბეწვის გასუფთავება

თუ თქვენს შინაურ ცხოველს წყლის ეშინია, ეს მეთოდი თქვენთვის მისწრება ყოფილა. დააყარეთ კატას ან ძაღლს სახამებელი და სპეციალური ჯაგრისით დავარცხნეთ.



სუნის გაქრობა
სულ ერთი მუჭა სახამებლის ფხვნილი ძალიან კარგად მოაშორებს თქვენს ავეჯსა თუ ხალიჩას კატის სუნს.



ცხიმიანი ლაქების მოშორება

ეს ნატურალური და აბსოლუტურად უსაფრთხო საშუალება ძალიან კარგად აშორებს ხალიჩასა თუ ავეჯს ცხიმის ლაქებს.



წმენდს ზამშეს
ზამშეს ხელჩანთა დაგესვარათ? მოაყარეთ სახამებელი, გააჩერეთ ცოტა ხანი და კარგად გაწმინდეთ ჯაგრისით.



შველის მზის დამწვრობას
ვინ არ დამწვარა ზღვაზე. მართლაც აუტანელი შეგრძნებაა, რას აღარ ვიყენებთ ამ დროს. აბა, სცადეთ, გახსენით სახამებელი ცოტა წყალში და წაისვით დამწვარ ადგილას. შვებას ძალიან მალე იგრძნობთ.



აცოცხლებს თმას
დაიყარეთ სახამებელი თავზე და კარგად დაიუვარცხნეთ. ცხიმიან თავს ეს მეთოდი ნებისმიერ ყველაზე ძვირად ღირებულ კოსმეტიკური საშუალებაზე მეტად მოუხდება.



ებრძვის უსიამოვნო სუნს
თუ თქვენს ბოტასებს ან ფეხსაცმელებს უსიამოვნო სუნი შეეპარა, ჩაყარეთ მასში სახამებელი, გააჩერეთ ერთი ღამით და მეორე დღეს სუნი აბსოლუტურად გაქრება. სახამებელი ძალიან კარგად იწოვს როგორც ჭუჭყს, ისე უსიამოვნო სუნს.



წმენდს ძველ სათამაშოებს
მოძველებული ფუმფულა სათამაშოები ახალივით გახდება, თუ ცელოფანში ჩაალაგებთ, ჩაყრით სახამებელს და კარგად შეანჯღრევთ. დატოვეთ მთელი ღამე. მეორე დღეს შედეგი გაგაოცებთ.



არის ზეფირის მხსნელი
თუ შეფუთული ზემფირი ერთმანეთს მიეკრა, ჩაყარეთ ცელოფანში 4 კოვზი სახამებელი, კარგად შეანჯღრიეთ და ზეფირი სულ ახალივით გახდება, ამასთან, მის გემოვნურ თვისებებს არაფერი დაემუქრება.



ახშობს იატაკის ჭრიალს
თუ თქვენი ხის იატაკი ჭრიალებს და ნერვებს გიშლით, მოაყარეთ სახამებელი და მოგავეთ. სახამებელი ამოავსებს ნაპრალებს, ეს კი თავის მხრივ ახშობს ჭრიალის ხმას.



წმენდს მინას
სცადეთ და ფანჯრის საწმენდ საშუალებაში ჩაყარეთ ერთი მუჭა სახამებელი. ეს ძალიან ამარტივებს ფანჯრის წმენდის პროცესს. შედეგით კი ნამდვილად გაოცებული დარჩებით.



აპრიალებს ვერცხლს
უბრალოდ ჩაამატეთ ცოტაოდენი სახამებელი წყალში და თქვენი ვერცხლი საოცრად იბრწყინებს.

კომენტარები

ქეთევანი 2017-05-20 21:35
საოჯახო პირობებში როგორ გავაპრიალოთ ხის ავეჯი

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები