აი, რატომ არ უნდა დალიოთ სოიოს რძე

ჩვენი წინაპრები გადაირეოდნენ, რომ გაეგოთ, რას სვამენ მათი შვილები და შვილიშვილები რძის მაგივრად. სოიოს ადრე მხოლოდ ძეხვეულსა და სოსისებში იყენებდნენ, დღესდღეობით კი სოიოს რძე ძალიან პოპულარული პროდუქტია და საკმაოდ ძვირადაც ფასობს.
ზოგიერთ ქვეყანაში ამ პროდუქტს რძედ არ მიიჩნევენ. ჩინეთში მას უბრალოდ სითხეს უწოდებენ, გერმანიაში - სასმელს, თუმცა ფაქტია, რომ ამ პროდუქტის პოპულარობა დღითი დღე იზრდება, ბევრმა კი არ იცის, რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს იგი.
მეცნიერები ერთხმად ამტკიცებენ, რომ სადაც არის სოიო, იქ არის გმო (გენმოდიფიცირებული პროდუქტები). მართლაც, ამ მარცვლეულის 99

პროცენტი გენმოდიფიცირებულია, ორგანული პროდუქტის მოძიება პრაქტიკულად შეუძლებელია. არადა, ბოლო დროს საკმაოდ ბევრი პროდუქტი შეიცავს სოიოს და სოიოს რძეს.
სოიოს ცილა ძალიან მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების შედეგად მიიღება. ეს პროცესი კი პროდუქტს ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან საზიანოს ხდის.
ასევე ძალიან ნეგატიურად მოქმედებს ადამიანის ნერვულ სისტემასა და თირკმელებზე ალუმინი, რომელიც ასე უხვად არის ამ მარცვლეულის შემადგენლობაში.
* სოიოს მარცვალი შეიცავს გემაგლუტინს, რომელიც ასევე ძალიან საშიშია ჯანმრთელობისთვის.
* სოიოს რძე მიიჩნევა სიმსივნის გამომწვევ ერთ-ერთ რისკ-ფაქტორად.
* სოიოს მარცვალში შემავალი ფიტინის მჟავა აფერხებს ადამიანის ორგანიზმში რკინის, მაგნიუმის და კალციუმის შეწოვას.
* სოიოს მარცვლებში არსებული ბუნებრივი ტოქსინები ზემოქმედებს ადამიანის ესტროგენის დონეზე.
* სოიოში შემავალი გოიტროგენი ბლოკავს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის გამოყოფას.
* ამ მარცვლეულში შემავალი ფიტოესტროგენი იწვევს მამაკაცის ენდოკრინული სისტემის მოშლას, რაც საბოლოოდ შესაძლოა უნაყოფობის მიზეზი გახდეს. 

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები