წვიმები გაგრძელდება - რას ვარაუდობენ ქართველი სინოპტიკოსები

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდები გაგრძელდება, თუმცა ძლიერი წვიმის საშიშროება არ არის.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, ხვალ დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი მოსალოდენლია წვიმა, ზოგან - სეტყვა.

"ის, რაც იყო წუხელ, აღარ განმეორდება. დღეს თან ქარიც გაძლიერდება და ღრუბლებს გაფანტავს. ძლიერი წვიმის საშიშროება აღმოსავლეთ საქართველოში არ არის. დასავლეთ საქართველოშიც წვიმა თანდათან იკლებს. ძირითადად საღამოს საათებში იწვიმებს, მაგრამ არ იქნება ძლიერი წვიმა", - აღნიშნა სვეტლანა ნიორაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ თბილისში თითქმის მთელი

ღამის განმავლობაში წვიმდა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები