ქართველმა არქიტექტორმა ჯვრის ტიპის სახლი შექმნა…

ქართველმა არქიტექტორმა ჯვრის ტიპის სახლი შექმნა, რომელმაც უცხოეთში დიდი ინტერესი გამოიწვია... თუ როგორია მცირე ზომის საცხოვრისი, დეტალებზე თავად დაჩი პაპუაშვილი გვესაუბრა...

- სკიტი საცხოვრებლად იქნება მაქსიმალურად ფუნქციური და კომფორტული. ზოგადად კომფორტი საკმაოდ ინდივიდუალური განსაზღვრებაა და ყველა ადამიანს თავისი საზომი გააჩნია. მაგალითად, ზოგიერთ ადამიანს კომფორტისთვის ესაჭიროება ინტერიერი დიდი სივრცით, კიბის მაგივრად ლიფტი, ფარდები პულტზე და ა.შ... მაგრამ ეს ყველაფერი არის უკვე დამატებითი კომფორტი და არსებობს რაღაც აუცილებელი, რისი არსებობაც განსაზღვრავს ა

დამიანის არსებობის და ცხოვრების კომფორტს... ანუ ხელშეწყობა ყოველგვარი ძირითადი და ადამიანური მოთხოვნილებების და საჭიროებების დასაკმაყოფილებლად - ამ მხრივ სკიტში ყოველგვარი კომფორტია შექმნილი.
მასში ცხოვრება შეიძლება ხანგრძლივი პერიოდით, თუმცა შეიძლება გვევლინებოდეს ხანმოკლე პერიოდებით განსამარტოვებლად... მაგალითად, მარხვის პერიოდში, სამეცნიერო თუ მთარგმნელობითი მუშაობისას, ხატის წერისას და ა.შ... სკიტი დაპროექტებულია ერთ პერსონაზე, ზედმეტი ფართისა და დეტალების გარეშე, გათვალისწინებულია საშუალო პროპორციების მქონე ადამიანის ერგონომეტრია. სკიტში საკმაოდ კომფორტული პირობებია შექმნილი სამუშაოდ, მესამე დონის ერთ მხარეს, უფრო კონკრეტულად კი აღმოსავლეთით გამოყოფილია სამუშაო კუთხე, კაბინეტი, სადაც არაერთი საქმით შეიძლება დაკავება, იქ არის საკმაოდ მოზრდილი მაგიდა, წიგნის თაროები, უჯრები და სათავსოები და რაც მთავარია დიდი ფანჯარა ბუნებრივი განათებისთვის. ასევე საძინებელი თავისი სათავსოებით, სამზარეულო ყოველგვარი კომფორტით და ასევე დიდი ფანჯრით, სასადილო და შეშის ღუმელი, ამ ერთ დონეზე ადამიანს შეუძლია იძინოს, გამოიკვებოს და იმუშაოს. ქვედა ანუ მეორე დონეზე განთავსებულია სველი წერtილები, ხელსაბანით, შხაპით და ბიო ტუალეტით, რომელსაც არ გააჩნია კანალიზაციის სისტემა და იგი სრულიად ავტონომიურად ფუნქციონირებს და წარმოქმნის კომპოსტს. მეოთხე დონე ამ კონკრეტული პროექტის შემთხვევაში გამოყოფილია სალოცავ ოთახად, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ეს ნაგებობა არ იქნება სკიტი, შესაძლებელი იქნება ამ ოთახის სხვა ფუნქციით დატვირთვა, მაგალითად მცირე სახელოსნოს მოწყობა და ა.შ. კარგ ამინდში შესაძლებელია აივანზე დასვენება ან მუშაობა, რაც რა თქმა უნდა, დაბლა ეზოშიც შეიძლება, მაგრამ აივანი გვაძლევს საშუალებას მიწის დონიდან 6 მეტრზე აღმოვჩნდეთ, ავცდეთ მცენარეულ საფარს და დავტკბეთ სივრცით და პანორამული ხედებით.


- როგორც ვიცი, უცხოეთიდან დაინტერესდნენ თქვენი პროექტით...
- მცირე საცხოვრისები ბევრ ქვეყანაში ძალიან პოპოლარულია, არსებობს უამრავი კომპანია, რომლებიც უშუალოდ ამგვარ საცხოვრისებზე სპეციალიზდება, ინტერნეტგამოცემები რომლებიც მხოლოდ ამ მიმართულებით ინტერესდებიან და აშუქებენ პროექტებს, კონკურსები და გამოფენები, რომლებიც მხოლოდ მცირე სახლებს ეხებიან და ა.შ. ერთი სიტყვით, საკმაოდ გამოკვეთილი მიმდინარეობა თუ მიმართულებაა არქიტექტურაში. ეს მიმართულება ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა და საკმაოდ ბევრ პროექტს ვიცნობ, ბევრი ერთმანეთის მსგავსია, ბევრიც ერთმანეთისგან განსხვავებული, მაგრამ ჩემი სკიტი აღმოჩნდა ყველასგან განსხვავებული და გამორჩეული. ჩემი პროექტი პირველმა სწორედ მიკრო სახლების შესახებ ერთ-ერთმა ყველაზე რეიტინგულმა ინტერნეტგამოცემამ (http://www.tinyhouseliving.com/) შენიშნა და მომწერა. ამ პროექტის ორიგინალურობა და ღირსება რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის ერთობლიობაშია. პირველი რამაც პროფესიონალების ყურადღება მიიპყრო, ეს არის დაგეგმარება და ფართის გადანაწილების თუ გამოყოფის კონცეფცია. პატარა ფართში მაქსიმალურად ეფექტური ფუნქციონალური და კომფორტული საცხოვრებელი პირობების შექმნა, ფუნქციონალური ზონირების განაწილება როგორც ჯამურად, ისე დონეების მიხედვით და საბოლოო ჯამში მიწის ფართობის მხოლოდ 4 კვადრატული მეტრის დაკავებით. ასევე საინტერესო აღმოჩნდა ნაგებობაში კიბე, რომელიც საკმაოდ თამამი ამოცანა იყო თავიდანვე რომ 4 კვადრატულ მეტრში ყოფილიყო კიბის უჯრედი და დარჩენილ 3 კვადრატულში ფუნქციონალური ზონა. 
ცოტა უფრო მოკლედ რომ შევაჯამოთ, უცხოური გამოცემების ყურადღება მიიპყრო შენობის გეგმარების კონცეფციამ, ფართის ეფექტურად გამოყენებამ და მაქსიმალურად კომფორტული საცხოვრებელი გარემოს შექმნამ, მშენებლობის პროცესის გამარტივებამ, დროში და ხარჯებში შემცირებამ და ბუნებისადმი პატივისცემამ, მისმა სრულმა ენერგო დამოუკიდებლობამ და დიზაინმა.

მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში სკიტის პროექტი ბევრმა ადამიანმა გაიცნო და ბევრიც გამომეხმაურა, ზოგი მათგანი უბრალოდ მიზიარებდა მოსაზრებებს, ზოგს საავტორო უფლებების შესყიდვა უნდოდა, ზოგი კი მშენებლობით ინტერესდება. ახლაც მოლაპარაკებას ვაწარმოებ სერბ ბიზნესმენთან, რომელსაც მთაში უნდა სკიტის აშენება და კონსულტაციებს გავდივართ, არის თხოვნები აშშ-დან მშენებლობის პროცესის გადაღების თაობაზე... სკიტის პროექტი 2 წლის წინ გავაკეთე და გამოქვეყნების შემდეგ დღემდე ინტერესი არ ქრება, რაც ძალიან მახარებს.


- სახლი ჯვრის ტიპის არის, მაგრამ როგორც ამბობთ, ამას რელიგიური დატვირთვა არ აქვს...
- ამოცანა იყო, რომ სკიტისთვის გამოყენებული ყოფილიყო 2 ცალი კონტეინერის მასშტაბები. ექსპერიმენტის სახით 1 ცალი „კონტეინერი“ დაიდგა ვერტიკალურად, საინტერესო და დიდი გამოწვევა იყო ვერტიკალურად მდგარ „კონტეინერში“ დაგეგმარების და საცხოვრისის მოწყობის შესაძლებლობები და თავისებურებები, ეს ხერხი ასევე იძლეოდა მეტ სიმაღლეზე ასვლის საშუალებას, როგორც მაღლიდან პანორამული ხედებით დასატკბობად, ასევე მზის პანელების მცენარეულ საფარზე მაღლა ასაცდენად. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც უბიძგა „კონტეინერის“ ვერტიკალურად დადგმას, იყო თავად ნაგებობის მიწის ზედაპირთან შეხების ფართობის სიმცირე. მეორე „კონტეინერის“ პოზიცია გარკვეული ლოგიკის თანახმად გამოიკვეთა (საძინებელი, სამუშაო კუთხე, სამზარეულო და სასადილო მოხვდა ერთ სივრცეში, სალოცავი ოთახი გამოიკვეთა ცალკე, სველი წერტილიც ასევე გამოცალკევდა საცხოვრებელი სივრციდან და დონიდან, გაჩნდა აივანი მიწიდან მოშორებულ სიმაღლეზე, რამაც აივნიდან გამოაჩინა მეტი სივრცე და ლამაზი ხედები, მზის პანელები ასცდა მცენარეულ საფარს). „კონტეინერების“ ამგვარი წყობა იძლევა განიავების (ბუნებივი ვენტილაციის) კარგ საშუალებას, იკავებს მიწის მცირე ფართობს და ვითარდება სიმაღლეში. თავდაპირველი ამოცანა არ ყოფილა ჯვრის ფორმაში გეგმარება, ამოცანა იყო ფართის ისე ეფექტურად დაგეგმარება რომ უმცირეს ფართში უმეტესი კომფორტი და ფუნქცია მიღებულიყო და ბუნებისთვის წაგვერთმია უმცირესი მიწის ფართობი, შედეგი მივიღეთ ჯვრის ფორმა, რაოდენ გასაკვირი და დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, შენობის ფორმა მიუხედავად მსგავსებისა და შიდა ფუნქციისა, არ არის კავშირში რელიგიურ სიმბოლიკასთან. ეს არის ორი კონტეინერის მასშტაბების მქონე ბლოკის ყველაზე ეფექტური და საინტერესო კომბინაცია.


მანანა გარიჭიძე

კომენტარები

შეკითხვა ალექს-ს 2017-06-13 11:03
როგორ ფიქრობ, რატომ შეარჩია კარალიოვმა მაინცდამაინც ის სამი სტუდენტი, ვინც ირაციონალურად გამოიყენა თაბახის ქაღალდის სივრცე?
ალექს 2017-06-12 21:52
აი ძმაო თავისუფალი სივრცული აზროვნების სამაგალითო ნიმუში-ქართული !
კარალიოვს მიუცია დავალება 20 სტუდენტისთვის, დამიხაზეთო თაბახის ფუეცელზე მართკუთხა სამკუთხედიო,სამს დაუხაზავს ისე,რომ კათეტები თაბახის გვერდების პარალელურად არ იყო გავლებული,ის სამი შეარჩია სპეცჯგუფისათვის,2 ქართველი იყო მათ შორის -გზა კოსმოსისაკენ !
ალექს 2017-06-12 21:51
აი ძმაო თავისუფალი სივრცული აზროვნების სამაგალითონიმუში-ქართული !
კარალიოვს მიუცია დავალება 20 სტუდენტისთვის დამიხაზეთო თაბახის ფუეცელზე მართკუთხა სამკუთხა მ სამი აუყვანია სპეცჯგუფში-მათ სამკუთხედიო,სამს დაუხაზავს ისე,რომ კათეტები თაბახის გვერდების პარალელურად არ იყო გავლებული,ის სამი შეარჩია სპეცჯგუფისათვის,2 ქართველი იყო მათ შორის -გზა კოსმოსისაკენ !

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები