ქურმუხის ეკლესიაში გადაღებულ კლიპს სკანდალი მოჰყვა - საქართველოს საპატრიარქომ ბაქოში საპროტესტო წერილი გააგზავნა

შუბერტის კლასიკის შესრულება საინგილოს ქურმუხის ეკლესიის საკურთხეველში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სკანდალის მიზეზი გახდა. ისტორიულ ტაძარში გადაღებული მუსიკალური ნომრის და ამ ნომრისთვის მომზადებული პერფორმანსის გამო, საქართველოს საპატრიარქომ საპროტესტო წერილი ბაქოში გააგზავნა.

საქართველოს მართმადიდებელ ეკლესიაში მიაჩნიათ, რომ ქართული ეკლესიის საკურთხეველში აზერბაიჯანელი მსახიობის მიერ შესრულებული ავე მარიას თანამედროვე ვერსია, მართმადიდებელთა მრწამს შეურაცხყოფს.

საპატრიარქოს საპროტესტო წერილს, ოფიციალური ბაქოს რეაგირება უკვე მოჰყვა. ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი მეუფე დიმიტრი "კურიერს" უყვება, რომ მას ბაქოდან დაუკავშირდნენ და შექმნილი პრობლემის მოგვარებას დაჰპირდნენ.

 

ასევე იხილეთ: "თქვენ გადაგიკვეთავთ საზღვარი საქართველოდან საქართველოში?

მე - კი! თქვენ გაგაჩუქეს? მე - კი!" 



აზერბაიჯანის ერთ-ერთი პოპულარული ტელეარხი, რომლის ეთერშიც სკანდალური ვიდეომასალა გავიდა, მუსიკალური ნომრის შინაარსზე პასუხისმგებლობას თავიდან იხსნის.

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მყოფი ქართული ტაძრების მიმართ არასათანადო დამოკიდებულების არსებობაში მამა თეოდორე გიგნაძე სახელმწიფოს ადანაშაულებს.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით ქურმუხის ტაძარში გადაღებული ვიდეოკლიპის გარდა, საინგილოში სხვა ტაძრების დაცვის პრობლემა არსებობს.

იხილეთ ვიდეო

კომენტარის დამატება