"ლაიმა ვაიკულე ჩემი წყნეთის აგარაკით ძალიან მოიხიბლა" - დაათვალიერეთ დავით ოქიტაშვილის აგარაკი

"სტანისლავ ბონდარენკო, ლაიმა ვაიკულე და სხვები არიან ჩემთან ნამყოფი წყნეთში... მათ რა უნდა გაუკვირდეთ, ლაიმას არანახული აგარაკი აქვს, მაგრამ ჩემი აგარაკითაც მოიხიბლა... სტანისლავი გაგიჟდა, სულ თავის ხელით დაკრიფა შავი ბალი. ეზოში გვიანობამდე ვთამაშობდით ჯოკერს და მერე სულ მირეკავდა, როდის ჩამოვალ, ერთად რომ წავიდეთ წყნეთშიო... ვინც კი ყოფილა ყველას სურს, ისევ მოვიდეს!" - დავით ოქიტაშვილი წყნეთში თავისი ხელით შექმნილ ოაზისზე გვესაუბრა...


- ჩემი აგარაკი წყნეთში მდებარეობს. ოცი წლის წინ აჩიკო მეფარიძის მამის - შოთა მეფარიძის დახმარებით ნაკვეთი შევიძინეთ და ნელ-ნელა ავაშენეთ...

მახსოვს, თბილისის ზღვაზე იყო სათბური, სადაც ერთი კაცი მუშაობდა, რომელსაც გოგი პაპას ვეძახდით. მისგან შევიძინეთ და მოვაშენეთ ეს ყვავილები. გვასწავლა თუ როგორ უნდა მოგვევლო და ზუსტად ისე მოვიქეცით, არაფერი არ შეგვიცვლია.


- ზაფხულში ალბათ ბევრი სტუმრები გყავთ...
- რასაკვირველია! მე და ჩემს მეუღლეს სტუმარი იმდენად გვიყვარს, სტუმარი რომ ჩემს სახლში არ მოვიდეს, ეგეთი არც მინდა! ეს არ ეხება მხოლოდ წყნეთის სახლს, იგივეს ვამბობ თბილისის სახლზეც! თუმცა ადამიანებს წყნეთში უფრო უყვართ მოსვლა. ყველა სტუმარი მახარებს, ხომ გაგიგონიათ - მარტო კაცი ჭამაშიაც ცოდვააო... ცნობილი ადამიანებიდან ძალიან ბევრი ყოფილა ჩემთან წყნეთში, მეშინია რომ დავასახელო, ვინმე არ გამომრჩეს. მეხუმრებიან მოდი აქ პატარა სცენა გავაკეთოთ და თბილისში რომ მალე ღამის 12 საათის შემდეგ ხმაური იკრძალება, შენთან გადმოვინაცვლოთო... ვუთხარი აქ კიდევ მეტად სჭირდება სიწყნარე ხალხს, დასასვენებლად არიან ამოსულები-მეთქი...


- ყვავილებს თქვენც უვლით, თუ მხოლოდ თქვენი მეუღლე?
- ძალიან სასიხარულოა, ადამიანი რომ შენი ხელით რამეს დარგავ, ის შემდეგ გაიზრდება და გაიხარებს! ყვავილები სულ ჩემი ხელით დავრგე... ძალიან დიდი ბედნიერება იყო, მიწა რომ ამოვთხარეთ და გოგირდის ცივი წყალი ამოვიდა. ამ წყლით რომ ვრწყავდი, ყვავილები ძალიან ხარობდა. მერე წყალი წავიღე, შევამოწმე და სასმელადაც ვარგისი აღმოჩნდა.


- თუ გაქვთ იშვიათი ჯიშის ყვავილები?
- არა! არ მიყვარს არც იშვიათი ადამიანები და არც იშვიათი ყვავილები! (ეს ნახევრად ხუმრობით)... ერთადერთი აჭარიდან მაჩუქა მეგობარმა ვარდისფერი, ულამაზესი ყვავილი, რომელიც იშვიათ ყვავილად ითვლება... მართლაც ულამაზესია!
ეზოში ბალი გვაქვს, ალუბალი, ალუჩა, ზღმარტლი, ვენახის პატარა კუთხე... რაც ყველაზე დიდი ბედნიერებაა, ეზოში 76 ძირი ნაძვის ხეა!
ყველაზე დიდი სიხარული იყო ჩემთვის, მეზობლად რომ მყავდა ქალბატონი სოფიკო ჭიაურელი. სოფიკოს დამსახურებაა, გზა რომ შევიყვანეთ, წყალი გაკეთდა... სოფიკოს ყველაფერი ეხერხებოდა! ეს იყო ადამიანი, რომელსაც ყველაფერი შეეძლო - რემონტი კაფელის დაგება, ბაზარშიც ერთად დავდიოდით... მე მისგან აუარებელი სიკეთე მახსოვს! ძალიან განვიცდიდი, ჩემზე ცუდს რომ დაწერდნენ ხოლმე... ერთხელ წყნეთში ავდიოდით და სოფიკომ მკითხა რატმ ხარ ცუდ ხასიათზეო და ვუთხარი ვიღაცას ჩემზე ცუდები უთქვია-მეთქი... მომიტრიალდა და მითხრა - ჩიტო, როცა შენზე ცუდს აღარაფერს იტყვიან, ჩათვალე, რომ მაშინ გაქვს დედა... ამდენად ახლოს ვიყავით ერთმანეთთან და ახლა როცა ჩემზე ცუდ რამეს ვკითხულობ, სულ სოფიკოს სიტყვები მახსენდება!


- თქვენი ოჯახის წევრებს რამდენად უყვართ აგარაკი და ყვავილების მოვლა?
- ყველას ძალიან უყვართ და სულ ერთმანეთს ვეჯიბრებით ბაღს ვინ მორწყავს .როდესაც სილამაზე გიყვარს, ხელიც უნდა შეუწყო ეს სილამაზე იყოს! მე მაგალითად ყვავილებს რომ ვრწყავს, ზოგჯერ ველაპარაკები კიდეც და ასე მგონია გრძნობენ, რასაც ვეუბნები... ადამიანებივით არიან, გრძნობენ კარგ ენერგიას!

- როგორია თქვენი სახლი წყნეთში?
- ჩვეულებრივი! არც ოქროს უნიტაზები გვაქვს და არც ბრილიანტის სარკეები! ოცი წლის წინ გაკეთებული სახლია, არაფრით განსაკუთრებული! სამი საძინებელია და ძირს ძალიან დიდი მისაღები, ანუ საქეიფო - ბუხრით... აგარაკს არ ჭირდება მეტი! ზაფხულში უმეტეს დროს ეზოში ვატარებთ...


- ძალიან ბევრი უცხოელი ვარსკვლავი ჩამოგიყვანიათ, ისინი გყავდათ აგარაკზე?
- დიახ! სტანისლავ ბონდარენკო, ლაიმა ვაიკულე და სხვები არიან ჩემთან ნამყოფი წყნეთში... მათ რა უნდა გაუკვირდეთ, ლაიმას არანახული აგარაკი აქვს ,მაგრამ ჩემი აგარაკითაც მოიხიბლა... სტანისლავი გაგიჟდა, სულ თავის ხელით დაკრიფა შავი ბალი. ეზოში გვიანობამდე ვთამაშობდით ჯოკერს და მერე სულ მირეკავდა, როდის ჩამოვალ, ერთად რომ წავიდეთ წყნეთშიო... ვინც კი ყოფილა ყველას სურს, ისევ მოვიდეს!
მანანა გაბრიჭიძე

კომენტარები

nica 2017-08-23 19:38
მეფარიძის მამაა დამნაშავე რომ ტყის ნაწილი მიყიდა, რომელზეც 76 ძირი ნაძვი ხარობს. რამდენს მოჭრიდა კიდევ რომ სახლი აეშენებინა.
maka bebo 2017-08-18 13:51
sitbosd asxiveb, kargi adamiani xar gvtis wkwloba ar mogklebodet tqven datkven sakvarel adamianebs
ნანა 2017-08-02 23:54
ქაღთული კულტურისთვის ბევრი კარგისაქმე აკეთა, როდის მოიცალა ასეთი წალკოტის შესაქნნელად! ყოჩაღ დათო!
თინა 2017-08-02 17:39
ძალიან მომეწონა, რა შრომაა ჩადებული,დათო ზალიან კარგი ადამიანია და მეუღლეც კარგი ეყოლება,იხარონ და იბედნიერონ
გიორგი 2017-06-24 09:52
მაზალო (კაცი) !

კომენტარის დამატება