ზარმაცების ტოლმა ახალი კომბოსტოთი

საზაფხულო, სამეფო კერძი

ზარმაცების ტოლმა პოლონური კერძია და ამ ქვეყნის ფავორიტ კერძთა რიცხვს მიეკუთვნება.

როგორ მოვამზადოთ ზარმაცების ტოლმა

1. შემოაცალეთ კომბოსტოს ზედა ფოთლები, მოაჭერით მაგარი ძირი და მოწალეთ.
მოწალული ფოთლებით ამოავსეთ იმ ქვაბის ძირი, რომელშიც გუფთის გაკეთებას აპირებთ.

2. დაჭერით ხახვი და სტაფილო. დაუმატეთ ტომატი და შუშეთ 5 წუთი.

3. ბრინჯი სანახევროდ მოხარშეთ. შეურიეთ ფარშს და დაუმატეთ დაჭრილი და მოშუშული ბოსტნეული ტომატთან ერთად, ასევე არაჟანი. Mმარილი და პილპილი გემოვნებით უქენით. კარგად ამოურიეთ. გულსართი წვნიანი უნდა იყოს.

4. მიღებული მასა ქვაბში ჩადეთ ფენა-ფენა. მონაცვლეობით, ფარში და კომბოსტოს ფოთლები.

5. ბოლოს

თავზე დაახურეთ კომბოსტოს ფოთლები და შედგით ღუმელში.

6. უნდა მოამზადოთ 180 გრადუსზე 1 საათის განმავლობაში.

7. ეს კერძი სუფრაზე ცხელი უნდა მიიტანოთ არაჟანთან ერთად.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები