‘O sole mio: როგორ შექმნეს მოხერხებულმა იტალიელებმა ხელოვნური მზე

იტალიის ჩრდილოეთში, ტურინთან ახლოს მინიატურული სოფელი ვიგანელაა 200-კაციანი დასახლებით. მას ხუმრობით ციმბირს უწოდებენ, რადგან ნოემბრიდან თებერვლამდე აქ მზე თითქმის არასოდეს დანათის. სხივების სოფლამდე მიღწევას მთები ”ბლოკავენ”. თუმცა, იტალიელებმა ეს პრობლემა თავისებურად გადაჭრეს – გადაწყვიტეს მთის წვერზე, 870 მეტრის სიმაღლეზე დაემონტაჟებინათ უზარმაზარი სარკე, რომელიც არეკლილ მზის სხივებს სოფლისკენ მიმართავდა.
გამოთვლების შედეგად დადგინდა, რომ ამრეკლავის ფართობი მინიმუმ 40 კვ მ უნდა ყოფილიყო, პროექტის ღირებულება კი 100 000 ევროს შეადგენდა.
საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნებაა სოფლის მცხოვრებლებისთვის. მაგრამ მას მერე, რაც ამ წამოწყებაზე ჟურნალ-გაზეთები
ალაპარაკდნენ, გამოჩნდნენ სპონსორები. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები