როგორ მოვათავსოთ საწოლი, რომ გემრიელად დაგვეძინოს

 

თუ საძინებელში გაქვთ კომფორტული მატრასი და ლეიბი, არის სუფთა ჰაერი და ზომიერი განათება, თუმცა მაინც გაწუხებთ უძილობა, საქმე საწოლის მდებარეობაშია. ე.ი. ის არ დგას იქ, სადაც უნდა იდგეს. დაუკვირდით კარგად - ის ან ისე დგას, რომ მუდმოვად ორპირში ხვდებით, ან ისე, რომ თავს არცთუ დაცულად გრძნობთ. ან თქვენი საძინებელი არ შეესაბამება ფენ-შუის რჩევებს, რაც იწვევს იმას, რომ ძილის დროს თქვენი ენერგია არასწორად კონცენტრირდება და ხელს უშლის ორგანიზმს ძალების აღდგენასა და დასვენებაში. ჩვენ შევეცდებით მოგცეთ რამდენიმე ისეთი რჩევა, რაც ხელს შეგიწყობთ

ამ პრობლემის მოგვარებაში.


1. აკონტროლეთ სიტუაცია
არ აქვს მნიშვნელობა, წევხართ საწოლზე თუ ზიხართ, მთავარია ის, რომ საწოლზე მოკალათების დროს თქვენს თვალსაწიერში აუცილებლად უნდა ექცეოდეს შემოსასვლელი კარი. ეს სუფთა ფსიქოლოგიური სვლაა, როდესაც თქვენ ხედავთ, ვინ შემოდის თქვენს საძინებელში, ქვეცნობიერად აკონტროლებთ სიტუაციას. ეს კი ღრმა და უსაფრთხო ძილის ერთ-ერთი საწინდარია. იდეალური ვარიანტია საწოლის კარის დიაგონალურად მოთავსება, რომ ყველაფრის ადვილად დანახვა შეძლოთ.

2. არ გირჩევთ საწოლის თავით ფანჯარასთან მოთავსებას
ამას გვირჩევენ როგორც ფსიქოლოგები, ისე ფენ შუის სპეციალისტები. ძილის დროს ადამიანი მოდუნებული და დაუცველია, ფანჯარა კი არ აღიქმება დამცველ მექანიზმად, ისეთად, მაგალითად, როგორიც არის კედელი. ეს აუცილებლად ახდენს გავლენას თქვენს ქვეცნობიერზე და თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობთ. თქვენ შეგიძლიათ მოაბრუნოთ საწოლი და მისი თავი კედელს მიაბჯინოთ, მაგრამ ამით პრობლემას ვერ მოხსნით. საქმე ის არის, რომ ფანჯრიდან ცივი ჰაერი შემოდის, რაც ადამიანს სიმყუდროვის შეგრძნებას უკარგავს და ბოლოს და ბოლოს, ძალიან ადვილად შეიძლება გაცივდეთ. ასე რომ, თქვენი მთავარი ამოცანაა, საწოლი მაქსიმალურად მოაშოროთ ფანჯარას და თუ საწოლსა და ფანჯარას შორის რამეს მოათავსებთ, სავარძელს, ან თუნდაც პატარა ტუმბოს, იდეალური იქნება.

3. უფრთხილდით სარკეს
ფენ-შუის მიმდევრების რჩევით, არ ღირს საწოლის თავზე ან მის გასწვრივ ისეთი ზედაპირის გაკეთება, რომელიც ყველაფერს აირეკლავს. საქმე ის არის, რომ ძილის დროს ადამიანი თავისუფლდება მთელი დღის განმავლობაში დაგროვილი უარყოფითი ემოციებისგან, სარკე კი ამ ენერგიას აირეკლავს და ის ადამიანს უკან უბრუნდება. ეს ფაქტორი არ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ მეორე დღეს ჯანსაღად გაიღვიძოთ და თავი კომფორტულად იგრძნოთ. ასე რომ, საწოლი ისე მოათავსეთ, რომ მასზე მოკალათებულმა საკუთარი ანარეკლი სარკეში არ დაინახოთ.

4. არ დადგათ საწოლი ისე, რომ მასზე დაწოლის შემდეგ ფეხებით კარისკენ აღმოჩნდეთ
ამ შემთხვევაში სარკის მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდებით, ღამით შესაძლოა კარიდან უარყოფითი ენერგია შემოვიდეს და მისი მსხვერპლი გახდეთ. და თუ არ გაქვთ იმის საშუალება, რომ საწოლი სხვა ადგილას გადადგათ, გირჩევთ, ოთახის კარი მაინც მიხუროთ.

5. მათთვის, ვისაც საძინებელში მუშაობაც უხდება
თუ საძინებელში ძილის გარდა მუშაობაც გიწევთ, შეეცადეთ თქვენი სამუშაო მაგიდა ისე მოათავსოთ, რომ საწოლიდან იგი ვერ დაინახოთ. ღამე ხომ იმისთვის არსებობს, რომ ადამიანმა დაისვენოს და არა იმიტომ, რომ იმუშავოს, ამიტომ სამსახურის შესახებ ფიქრმა ძილი არ უნდა დაგიფრთხოთ. ყველაზე კარგი გამოსავალი პატარა ოფისის კარადაში მოწყობაა, აბა, წარმოიდგინეთ - კარადის კარის მიხურვაზე ადვილი ხომ არაფერია.

6. ორმხრივი მისასვლელი
ყველაზე კომფორტულად თავს მაშინ იგრძნობთ, თუ თქვენი საწოლი ისე იქნება განთავსებული, რომ მას ორივე მხრიდან ადვილად მიუდგებით. ასეთ შემთხვევაში არ მოგიწევთ საყვარელი ადამიანისთვის გადაბიჯება და საწოლის ალაგებაც მოსახერხებელი იქნება. ერთადერთი, რაც უნდა გაითვალისწინოთ ის არის, რომ საწოლი უახლოესი კედლიდან სულ მცირე, 60 სანტიმეტრით მაინც უნდა იყოს დაშორებული.

7. არაფერი თავს ზემოთ
ადგილის დაზოგვის მიზნით დიზაინერები ხშირად გვირჩევენ, საწოლი ნიშაში მოვათავსოთ. შეიძლება ეს ამ მხრივ ეფექტურიც იყოს, თუმცა ფენ-შუის სპეციალისტებს თუ დავუჯერებთ, კომფორტული ძილის მოყვარულებს ეს ვარიანტი არ გამოადგებათ. თავს ზემოთ რამის არსებობა მუდმივი საფრთხის შეგრძნებას უჩენს ადამიანს, ეს კი ძილს აფრთხობს.

8. შორს ტელევიზორისგან
დიახ, თუ გსურთ ღამე უშფოთველად დაიძინოთ, გირჩევთ საძინებლიდან მოაშოროთ ტელევიზორი, ან ის მაინც გაითვალისწინეთ, რომ ეს ნივთი საწოლიდან სულ მცირე, სამი მეტრით მაინც უნდა იყოს დაშორებული. ასევე გირჩევთ, საძინებლიდან გაიტანოთ სხვა ელექტრო ნივთებიც, რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტი დასხივება.

კომენტარები

ნატი-ს 2022-05-26 14:06
თქვენ ბელიაშვილის ქუჩაზე უნდა ნახოთ, ყოველ ღამე მაშხალების სალუტები მოქეფე რაგვნებისაგან! (მანდ ხომ სულ რესტორნებია ჩამწკრივებული)... ღამის 12-ზე, 3-ზე, ხანდახან დილის 4-ზე (გააჩნია მოქეიფეთა ჯიბეს და მადას) რომ ატყდება გრიალი, ომში გეგონება თავი!..
ლელა 2022-04-27 16:36
ურთიერთგამომრიცხავი რჩევებია. ცუდად ნათარგმნი საიდანღაც
ძიბო 2021-12-15 23:24
ერთ წინადადებაში გეუბნება საწოლიდან შემოსასვლელ კარს უნდა ხედავდეო, მეორეში კი გეუბნება ფეხებით კარისკენ არ დაწვეთო. აბა, კარისკენ თუ თავი გაქვს კარს როგორღა გააკონტროლებ? მოკლედ ორიდან ერთია - ან ავტორს თვალები კეფაზე აქვს, ან მაგრადაა აჭრილი... ან, მესამე - მაგრამ არ ვიტყვი....
ჟანა 2020-10-08 17:26
საძინებელში 2 კარია, ერთი აივნის და მეორე შესასვლელი,ერთ კედელზე ფანჯარაა და მეორეზე კარადა და საწოლი ჭერზე დავკიდოთ? ნუ გვაბოლებთ.
natela 2020-09-13 21:24
ჭავჭავაძეზე ვიღაცა ღამის სამ საათზე გამოდის და ისეთ ავტორბოლებს აწყობს ქვეყანა მისი გონია .......

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები