როგორი უნდა იყოს საახალწლო სუფრა 2016 წლის შესახვედრად

ნებისმიერ ახალ წელს, იმის მიხედვით, თუ კონკრეტულად რისი წელი მოდის, განსხვავებული მენიუ და დახვედრა სჭირდება. ამჯერად ჩვენ წითელ მაიმუნს ვმასპინძლობთ საკუთარ სახლებში, რაც იმას ნიშნავს, რომ მენიუც შესაბამისი უნდა მომზადდეს.

მინდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ მაიმუნის წლის დასახვედრად შედგენილი მენიუ ერთობ მარტივი და იოლად მოსამზადებელი იქნება დამწყები მზარეულისთვისაც კი. ჩინური ტრადიციების მიხედვით, მაიმუნის წელს სუფრაზე აუცილებლად უნდა იდოს სხვადასხვა სახეობის თხილეული და კაკალი, რომელიც თავის მხრივ სიმდიდრისა და ბარაქის მომზიდველ სიმბოლოდ ითვლება. შეგიძლიათ მოამზადოთ კერძებიც ნიგვზიანი სოუსით ან საკმაზით. სუფრაზე

აუცილებლად უნდა გქონდეთ დიდი რაოდენობით ხილი - ბანანი, წითელი ვაშლი, ფორთოხალი და მანდარინი. ბანანი სიმშვიდესა და სტაბილურობასთან ასოცირდება, ხოლო მანდარინებით სტუმრების დახვედრა და მათთვის მათი განაწილება ძველი ჩინური ტრადიციით მჩუქებელსა და გამჩუქებელს ფულად წინსვლას ჰპირდება დამდეგ ახალ წელს. საამისოდ აუცილებელია, რომ სტუმრად მოსულმაც და მასპინძელმაც ერთმანეთს წყვილ-წყვილი მანდარინი უსახსოვროს საჩუქრად.

საახალწლო სუფრას აუცილებლად უნდა ამშვენებდეს თევზეული. ამასთან ერთად თევზი სასურველია მოამზადოთ მთლიანად (შეწვათ ან მოხარშოთ დანაწევრების გარეშე). თევზი ჩინურად სისავსესთან ასოცირდება, ამიტომ დაუნაწევრებელი თევზის მიტანა სუფრაზე მომავალი წლის ხვავსა და ბარაქას უზრუნველყოფს თქვენს ოჯახში.

იხილეთ გაგრძელება

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები