ხარისხიანი წვენსაწურის 5 აუცილებელი თვისება

თუ წვენსაწურს პირველად ყიდულობთ, რჩევა ნამდვილად დაგჭირდებათ. როცა მაღაზიაში მიდიხართ, გამყიდველ-კონსულტანტი გარკვეულ დახმარებას გიწევთ, მაგრამ კონსულტანტის რჩევები ზოგადად საეჭვოა და აი რატომ:


1. სინამდვილეში მისთვის სულერთია, რამდენად ხარისხიანს იყიდით. როგორც კი შეგატყობთ, რა თანხის ფარგლებში ეძებთ, ეცდება ზუსტად იმ თანხის პროდუქცია შეგიქოთ.
2. ეცდება ისეთი მოდელი "გაასაღოს" რომელიც ზოგადად ცუდად იყიდება. კარგ საქონელს ხომ უფრო მარტივად გაყიდის
მაშ ასე, რას უნდა მიაქციოთ პირველ რიგში ყურადღება?
1. კორპუსს. არ უნდა იყოს ძალიან თხელი პლასტმასის, რადგან ხშირი რეცხვისა და დაშლა-აწყობისგან მალე დაიმტვრევა

2. დაინტერესდით დანით. სთხოვეთ კონსულტანტს გაგიხსნათ კორპუსი და დანა გაჩვენოთ. ის სქელი და მყარი რკინისგან უნდა იყოს დამზადებული. რაც შეეხება დიამეტრს (ეს დანები, როგორც წესი, მრგვალია), ძველ, საბჭოთა საწურებს 10-15 სმ დიამეტრის მქონე დანა ჰქონდა, რაც იდეალურ მუშაობას უზრუნვეყოფდა. დღეს ამხელა დანებს საჭიროდ აღარ მიიჩნევენ, მაგრამ ზომით მასთან ახლოს მაინც უნდა იყოს. მაგალითად, ზოგიერთ საწურს 3-4 სმ. დიამეტრის დანა აქვს მხოლოდ, რაც საკმარისი ნამდვილად არ არის.


3. წვენსაწურს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ნარჩენების გამოძევების ფუნქცია. ანუ წურვის პარალელურად, ან მისი შეჩერების შემდეგ აპარატი თავად უნდა იცლებოდეს ნარჩენებისგან. ამის წყალობით რამდენ ხილსაც გინდათ, იმდენს გაწურავთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველ წუთას დაშლა და გასუფთავება დასჭირდება, თორემ წურვას ვეღარ განაგრძობთ. ერთი სიტყვით, წურვა ტანჯვად გექცევათ.
4. ამას ადგილზე შემოწმება რთულია, თუმცა უნდა იცოდეთ, რომ კარგი წვენსაწური რბილობიდან მაქსიმალურად "ქაჩავს" წვენს და შედეგად ძალიან გამომშრალი ნარჩენი რჩება. როცა საწური უვარგისია, ნარჩენი ისევ წვენითაა სავსე. ამით ხილ-ბოსტნეულის უმეტესი ნაწილის ნაგვის ურნაში ხვდება, თანხა კი წყალში გეყრებათ.
5. საწურის ლითონის დეტალები მყარი უნდა იყოს და "ფირფიტას" შთაბეჭდილებას არ უნდა ტოვებდეს. "ფურცელივით" ლითონის დეტალები უხარისხო ტექნიკის სავიზიტო ბარათია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები