სოსო პავლიაშვილის სუპერმდიდრული მოსკოვური ბინა, რომელიც ბევრს აოცებს

სოსო პავლიაშვილის მოსკოვური ბინა, რომლის ფართიც 237 კვადრატული მეტრია, მოსკოვში მდებარეობს და რუსეთში ერთ-ერთ საუკეთესო პროექტად მიიჩნევა ვარსკვლავურ ბინებს შორის. დიზაინზე არქიტექტორ-დიზაინერი ანა პუტილოვა მუშაობდა, რომელსაც მომღერლის მეუღლე ეხმარებოდა. ბინის ინტერიერი ეკლექტიკურ სტილშია შექმნილი - რამდენიმე სტილია შერეული: იტალიური კლასიკა, ვენეციური მოტივები, აღმოსავლური სტილისა და შები-შიკის სტილის ელემენტები. ბინაში შეხვდებით სპეციალურად დაძველებულ იტალიურ ავეჯს, ხავერდისა და აბრეშუმის ქსოვილებს, ხელოვნურ ბუხარს, ბროლის ჭაღებს, ფერწერულ ტილოებს... 

- მე ფინანსური მხარე ავიღე ჩემს თავზე და სამი წლის განმავლობაში ვაფინანსებდი ამ პროექტს - ჩემს ბინას.

ორი ბინა შევაერთეთ და იმიტომ გამოვიდა დიდი ფართი. რემონტზე ზრუნვა ჩემს ცოლს მივანდე, რომელმაც კარგად გაართვა თავი მოვალეობას, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მეორე ბავშვზე იყო ორსულად, - იხსენებს სოსო პავლიაშვილი, - დიზაინერთან ერთად ირინაც ჩართული იყო, ინტერნეტში ეძებდა ინფორმაციებს, კარგ ავეჯს. შედეგი მართლა აჭარბებს მოლოდინს. მამაჩემი არქიტექტორია და რომ შემოვიდა, ვერ დაიჯერა, რომ ირინამ სპეციალური განათლების გარეშე მოახერხა ამდენი რამ.

მომღერალი სწორედ ამ ბინაში შეხვდება ახალ წელს ორ ქალიშვილსა და უფროს ვაჟ ლევანთან ერთად.

კიდევ ბევრი ფოტო იხილეთ ფოტოგალერეაში

კომენტარები

nino tutberidze 2020-05-15 06:08
mikvars soso kargi adamiani propesionaluri momgerali. shurianebo da bogmianeboooooo vot tak.
Gvanca 2017-12-14 10:05
Es xom muzeumia:))))
Gvanca 2017-12-14 10:04
Tripachobaa,Es bina ki ara muzeumia :)))
Gvanca 2017-12-14 10:02
Es bina ki ara muzeumia. Pakazuxa.
ირინე 2017-04-09 22:35
ხალხნო სად გაქვთ ამდენი ბოღმა,შური,გესლი.საკუთარი ნიჭით და შრომით შეძენილი ღმერთმა ბედნიერად მოახმაროს.ფრთხილად!ბოღმამ არ დაახრჩოთ ....

კომენტარის დამატება