როგორ გავასუფთავოთ აბაზანის ფილები ეფექტურად

აბაზანა ის ადგილია, რომელიც ყოველთვის ძალიან სუფთა უნდა იყოს. სწორედ მის სისუფთავეზეა დამოკიდებული ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ სისუფთავის დაცვას ათასგვარი ქიმიური საშულებით, თუმც ხშირად ამით უფრო მეტ ზიანს ვაყენებთ ჩვენო ოჯახის წევრთა ჯანმრთელობას, ვიდრე სარგებელს.
ქიმიური სარეცხი საშუალებების ბოლომდე ჩამორეცხვა წარმოუდგენელი და შეუძლებელია და ტოქსიკური ნივთიერებები თავის საქმეს შეუმჩნევლად აკეთებენ. ჩვენ ვეცდებით შემოგთავაზოთ ყველაზე იაფი და რაც მთავარია უსაფრთხო რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ აბაზანაში სისუფთავის დაცვაში. ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ 1/4¼ ჭიქა წყალბადის ზეჟანგი, 1 ჩაის კოვზი თხევადი საპონი, ½

1/2ჭიქა სოდა.
შეურიეთ ყველა ეს ინგრედიენტი და შეინახეთ ბოთლში. დაასხით სითხე სველ ღრუბელს და გადაუსვით ჭუჭყიან ზედაპირს. თუ თქვენი კაფელი ძალიან გასაწმენდია, წაუსვით ეს მასა და გააჩერეთ 10-15 წუთი, ამის შემდეგ ჩამორეცხეთ.
იმისათვის, რომ აბაზანა სუფთად ხანგრძლივი დროის განმავლობაში შენარჩუნდეს, აურიეთ ერთმანეთში წყალი და ძმარი 1:1 და შეასხურეთ კაფელს. ეს შეგიძლიათ გააკეთოთ კვირაში რამდენჯერმე.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები