ინტერიერის დიზაინი კირჩხიბის, მორიელისა და თევზებისთვის

წყლის ნიშანს მართავს გრძნობები, თუ გარე სამყაროში ქარბუქი და წვიმაა, სახლში აუცილებლად უნდა იყოს სიმშვიდე და სიმყუდროვე. მოაწყვეთ საცხოვრებელი თქვენი ფაქიზი გემოვნების შესაბამისად და ისიამოვნეთ.

 

ტემპერამენტი
წყლის ნიშნებისთვის მნიშვნელოვანია ღრმა გრძნობისა და ემოციის გამომჟღავნება. მიდრეკილნი არიან შემოქმედებითი თვითგამომხატველობისაკენ.
როგორც წყალს სხვადასხვა მდგომარეობაში, წყლის ნიშნებსაც შეუძლიათ იყვნენ ნაზებიც და ხისტებიც.
აქვთ განვითარებული ინტუიცია და მიდრეკილნი არიან მისტიკისკენ.


ინტერიერის მოწყობისთვის რეკომენდებული ფერები: ვარდისფერი, ლურჯი და იასამნისფერი.

ვარდისფერი ინტერიერში განსაკუთრებით ეფექტურია ფერად აქცენტებში. კერამიკა და ჭურჭელი მკვეთრი ვარდისფერი შეიძლება იყოს. დომინირებულ ფერად შეიძლება შეარჩიოთ ოდნავ მშვიდი

ფერი - ახლოს ნაცრისფერთან.

ლურჯი და მასთან ახლოს მდგომი ფერები საყვარელი ტონებია სტიქიის ნიშნის მქონე ადამიანისათვის. იასამნისფერს ირჩევენ ისინი, ვისაც სურს, განსხვავებული იყოს სხვებისგან. მართლაც ეს ფერები ინტერიერს დახვეწილსა და ფაქიზს ხდის.

 რეკომენდებული სტილი:

• პროვანსული სტილი. ეთნიკური სტილი

რატომ პროვანსი? იმიტომ, რომ ეს არის სიმყუდროვე, სინაზე და სისადავე. დახვეწილი სტილი მგრძნობიარე ნატურისათვის. პროვანსი- ეს არის სამხრეთ საფრანგეთის პროვინციული სტილი. ოჯახური, გულუბრყვილო , მიმზიდველი და ცვალებადი.

პროვანსის დამახასიათებელი ნიშნები ინტერიერში: 

• დიდი მნიშვნელობა ენიჭება გამოყენებულ ფერებს: იასამნისფერი, ცისფერი და ფირუზისფერი- ეს არის სიმბოლო მარადიული ზაფხულისა სამხრეთ საფრანგეთში.
• გამოყენებული მასალები- უხეში თაბაშირი და ხე, რომელიც თეთრად არის შეღებილი.
• მოპირკეთება- უხეში ფერადი ქსოვილი.
• აუცილებელია სიძველის ეფექტები - მთელი ავეჯი უნდა იყოს ხელოვნურად „დაძველებული“ ბზარებით.

პროვანსის სტილი მიღებულია როგორც ქალაქის ბინაში, ასევე სოფლად აგარაკზეც.იმისათვის, რომ პროვანსის სტილის უბრალოება დამაჯერებლად გამოიყურებოდეს, სამუშაოები უნდა შესრულდეს პროფესიონალი დიზაინერების მიერ.

ეთნიკის დამახასიათებელი ნიშნები ინტერიერში.
• ისეთი ქვეყნის სტილის შერჩევა, რომელიც მაქსიმალურად შორსაა- აფრიკული, იაპონური, ჩინური, ინდური, არაბული.
• დეკორი და ავეჯი შერჩეულია ნაციონალურ სტილში, ასევე მოგზაურობიდან ჩამოტანილი სუვენირებით, ნიღბებით, ჭურჭლითა და ტექსტილით.
• ინტერიერის გაფორმების დროს ყურადღება ექცევა შერჩეული ქვეყნისთვის დამახასიათებელ ნიშან- თვისებებსა და კულტურას: ჩინური ფენ-შუი, იაპონური მინიმალიზმი და დაბალი ავეჯი.

ინტერიერი კირჩხიბისთვის
კირჩხიბისთის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ოჯახს და ოჯახურ ფასეულობებს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ საცხოვრებელი უნდა იყოს ტევადი, მოხერხებული და გათვლილი მრავალსულიან ოჯახზე. თუ გაქვთ საშუალება გადაცვალეთ ქალაქის ბინა სახლზე, რომელიც ახლოს არის მდინარესთან ან ტბასთან. აქ თქვენ ნამდვილად ბედნიერი იქნებით.

ინტერიერი მორიელისთვის
მორიელი ითვლება ზოდიაქოს ყველაზე მისტიკურ ნიშნად. ეს ნიშნავს იმას, რომ მისი ინტერიერიც განსხვავებული უნდა იყოს ყველასგან. რთული ფერები, თამამი დიზაინერული გადაწყვეტილებები - და თქვენი სახლი მოახდენს შესაბამის შთაბეჭდილებას.

ინტერიერი თევზებისთის
თევზებს სჭირდებათ სივრცე. ინტერიერი, რომელიც არ არის გადატვირთული ავეჯით, მაგრამ ამავე დროს მყუდროა. გამოიყენეთ ნაზი ფერები და რბილი ავეჯი სრული განტვირთვისთვის.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები