როგორ განვაახლოთ ძველი ავეჯი

გენანებათ ბებიის ნაჩუქარი, ძველი კარადის გადაგდება, მაგრამ მისი ყურებაც აღარ შეგიძლიათ? გულს ნუ დაიწყვეტთ, ჩვენ შევეცდებით ამ პრობლემის მოგვარების რამდენიმე სასარგებლო და მარტივი რჩევა შემოგთავაზოთ. ადრე, ძველ ან გაფუჭებულ ნივთებს არ ყრიდნენ, მას პროფესიონალურად შეაკეთებდნენ ხოლმე და ისევ აგრძელებდნენ მის გამოყენებას. ეს საკმაოდ ბრძნული მიდგომაა. ძველ ნივთებში, კერძოდ კი ავეჯში ,თავის დროზე, ხომ საკმაოდ დიდი თანხაა გადახდილი. მართალია, წლების განმავლობაში ავეჯი იჩხაპნება, იბურება,  მაგრამ ეს არ არის სანერვიულო. ჯობს ფანტაზიას მოუხმოთ. მოამზადეთ გემრიელი სასუსნავები, დაპატიჟოთ მეგობრები, დასხედეთ და ერთობლივად მოიფიქრეთ ახალ-ახალი იდეები.

რჩევა ნომერი

1
მოაშორეთ ძველი საღებავი

ეს ძალიან ეკონომიური და პრაქტიკული რჩევაა. თქვენ დაგჭირდებათ კაუსტიკური სოდა, ნიღაბი, დამცავი სათვალეები, რეზინის ხელთათმანები, წინსაფარი და ფუნჯები. ამ პროცედურის ჩატარება უმჯობესია სუფთა ჰაერზე ან ისეთ ოთახში, რომლის კარგად განიავებაა შესაძლებელია. კაუსტიკური სოდის მეშვეობით ავეჯს კარგად მოაშორეთ ძველი საღებავი და გააპრიალეთ. ძველი საღებავის მოსაშორებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ფენიც. მიუშვირეთ ცხელი ჰაერის ნაკადი ავეჯს სანამ საღებავი არ გამოიბუშტება, შემდეგ კი აფხიკეთ და კარგად გაასუფთავეთ.

რჩევა ნომერი 2
გამოიყენეთ რძის საღბ

ეს გახლავთ ყველაზე ნატურალური საღებავი, რომლის შემადგენლობაში შედის ნატურალური რძე. ის ფხვნილის სახით იყიდება. მისი მეშვეობით ადვილად შეძლებთ შელახული, გადაქექილი ძველი სკამების განახლებს. ეს საღებავი ძალიან მდგრადია.
ამ შემთხვევაშიც ავეჯს პირველ რიგში კარგად მოაშორეთ ძველი საღებავი და ლაქი, შემდეგ შეღებათ საღებავით.

რჩევა ნომერი 3
ლატექსის ზეთის საღებავი

ლატექსის საღებავები ადვილად შორდება სამუშაო ინსტრუმენტებს, ამისთვის მათი წყალში გავლებაც საკმარისია. რაც შეეხება ზეთის სღებავებს, მის გამოყენებას ეზოში გირჩევთ, თუ შემთხვევით რამეს მოხვდება მისი მოშორება ადვილი არ არის, თუმცა ასეთი საღებავებით შეღებვის შემდეგ ფერები უფრო მკვეთრი და ხასხასა გამოდის. შესაძლებელი კონტრასტული ფერების გამოყენებაც, ეს ძველ ავეჯს ორიგინალურსა და საინტერესოს გახდის.

რჩევა ნომერი 4
საღებავი სპრეი

ავეჯის განახლება ამგვარი საღებავი სპრეითაც არის შესაძლებელი. უბრალოდ, ამ შემთხვევაში გირჩევთ ნივთი ეზოში შეღებოთ, რათა სხვა ნივთს არ მოხვდეს და არ გააფუჭოთ. შეღებვის დროს დაგჭირდებათ საღებავის რამდენიმე ფენად წასმა. შეგიძლიათ გამოიყენოთ მაქმანებიანი ხელსახოცები, ასე თქვენი ნივთი ძალიან ლამაზ და ორიგინალურ ელფერს შეიძენს.

რჩევა ნომერი 5
შეცვალეთ გადასაკრავი

ეს არც ისე რთული საქმეა, მით უმეტეს, თუ საქმე ეხება სკამის საჯდომის შეცვლას.ამისთვის დაგჭირდებათ ახლა მატერია და ავეჯის სტეპლერი. ნაჭერი სკამს მჭიდროდ უნდა შემოაკრათ, თუმცა არც იმდენად, რომ მალე დაიხეს.

რჩევა ნომერი 6
განვაახლოთ შუშა


ავეჯის განახლება ძალიან ადვილია ძველი მინების შეცვლით. თქვენ უბრალოდ შეგიძლიათ მათი უფრო თანამედროვე ვარიანტით ჩანაცვლება, მაგალითად დაბურული მინით.ასევე შესაძლებელია ძველი შუშის მოხატვა სხვადასხვა ორნამენტითა თუ ფუგურით.

რჩევა ნომერი 6
აპლიკაცია


ამ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ მორჩენილი შპალერი ან უბრალოდ ფერადი ქაღალდები. ასევე დაგჭირდებათ მდიდარი ფანტაზია.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები