6 შეცდომა, რომელსაც ხშირად უშვებენ ბავშვის ოთახის მოწყობის დროს

ბავშვის ოთახის დაპროექტება ძალიან რთული პროცესია. დაწყებული იატაკის საფარით და ფარდებით დამთავრებული, მზრუნველი მშობლები ყველა დეტალს ძალიან დიდი სიფრთხილით ეკიდებიან. მიუხედავად ამისა, ძალიან ადვილია დაუშვა შეცდომები, თუ კარგად არ იცი დაპროექტების დროს გასათვალისწინებელი დეტალები.მოდით განვიხილოთ ყველაზე გავრცელებული შეცდომები, რომლებსაც ხშირად უშვებენ მზრუნველი და მოსიყვარულე მშობლები.

 

1 უსაფრთხოების ზომების დაუცველობა
ძალიან ხშირად, არავინ ფიქრობს იმაზე, თუ რამდენი და როგორი ელექტრო მომარაგების წყარო იქნება ოთახში, სად და როგორ იქნება ის განთავსებული. ასევე უყურადრებოდ გვრჩება ელექტროსადენები, რომელსაც ძალიან ხშირად შეიძლება ფეხიც კი წამოკრას თქვენმა ბავშვმა. გირჩევთ

გულდასმით დაფიქრდეთ ამ საკითხზე, ნებისმიერი სახის კომუნიკაციური კვანძი თქვენი პატარასთვის აბსოლუტურად უსაფრთხო უნდა იყოს. არ დაივიწყოთ დამიწების შესახებაც. 

ასევე დიდი ყურადღებით უნდა შეარჩიოთ ბავშვის ოთახში დასაფენი ხალიჩა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც უმჯობესია არჩევანი სინთეტიკურ მატერიალზე გააკეთოთ, რათა თავიდან აიცილოთ მწერების გამრავლება და მტვერის დაგროვება. ამ შემთხვევაში შეამცირებთ ალერგიის ალბათობასაც. რაც შეეხება იატაკს, ფანჯრებს, კარს, ჭერს, უპირატესობა მიანიჭეთ ბუნებრივ, ნატურალურ მასალას - ხეს და ეკოლოგიურად სუფთა საღებავებს.

2 ნუ გადატვირთავთ სივრცეს
მშობლები ძალიან ხშირად უშვებენ შეცდომას, როდესაც ბავშვის ოთახში დგამენ ძველ, დიდ კარადას ტანსაცმლისთვის, ასევე ძველმოდურ, აბსოლუტურად უსარგებლო კომოდს ან სავარძლებს. ერთი შეხედვით, თითქოს, ამასში უცნაური და გასაკვირი არაფერია, მაგრამ, დაგვერწმუნეთ, ეს ნივთები ბავშვს არაფერში ჭირდება, პირიქით, ხელს უშლის და უზღუდავს თავისუფალ სივრცეს. 3 წლამდე ბავშვის ოთახში არ უნდა იყოს არც ერთი ზედმეტი ნივთი, რათა ბავშვმა ფეხი არ წამოკრას და თავისუფლად იმოძრაოს. 

ეცადეთ ბავშვის ოთახი დაყოთ ზონებად, საძინებელ ზონად, სათამაშო და სამეცადინო ზონად. ცოტა მოზრდილი, მაგალითად 3-დან 6 წლამდე ბავშვის ოთახში უკვე შეიძლება ავეჯის დამატება, პატარა დივნის, რომელზეც თქვენი შვილის მეგობრები კომფორტულად მოკალათდებიან. 6-დან 12 წლამდე ბავშვის ოთახი კი უკვე სულ სხვა ელფერს იძენს, იქ აღარ არის საჭირო რაც შეიძლება დიდი სივრცე მოძრავი თამაშებისთვის, ტანსაცმლის კარადა კი უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვის ხდება. 

3. შეუსაბამო ფერთა გამა
კიდევ ერთი ხშირი შეცდომა საბავშვო ოთახში კედლების ფერის შერჩევაა. უპირატესობა მიანიჭეთ ნაზ, პასტელის ფერებს, მოერიდეთ მკვეთრ შეფერილობებს. ერთი კედელი შეგიძლიათ მოხატოთ ცხოველებით ან ფრინველებით, თქვენი შვილისთვის საყვარელი მულტფილმის ან ზღაპრის პერსონაჟებით. ეს დადებითად მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე.

4. სათამაშო ზონის არქონა
ეს არცთუ პატარა პრობლემაა, რომელიც ბავშვის ოთახის არასწორი დაპროექტების შედეგად იქმნება. სათამაშო და შემოქმედებითი ზონის არსებობა ბავშვის ოთახში ძალიან მნიშვნელოვანია.

5. განათება
ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ განათებას. ერთი ცენტრალური ჭაღი ბავშვის ოთახისთვის საკმარისი არ არის.  მას საწოლის თავზე აუცილებლად დაჭირდება ბრა, ხოლო მაგიდაზე - სამუშაო ნათურა.

6. ზედმეტი ავეჯი
უარი თქვით ზედმეტ ავეჯზე. შერჩეული ავეჯიც ეცადეთ იყოს თანამედროვე დიზაინის და რაც შეიძლება მსუბუქი. ჯობს ოთახში დადგათ ორი პატარა ზომის კომოდი, ვიდრე ერთი დიდი ზომის ძველებური, ტევადი კარადა. საწოლიც შეგიძლიათ შეარჩიოთ უჯრებიანი, რომელიც თან ადგილს დაგიზოგავთ და თან ძალიან მოსახერხებელია ნივთების შესანახად.

 

კომენტარის დამატება