როგორ მოვაწყოთ ბავშვის ოთახი 9 კვადრატულ მეტრში

ბავშვის ოთახის დაგეგმვა და მოწყობა არც ისე მარტივი საქმეა. ჩვენ გთავაზობთ 4 ვარიანტს, როგორ შეიძლება მოაწყოთ ბავშვის ოთახი 9 კვადრატულ მეტრში. ეს გათვალისწინებული იქნება 3-დან 10 წლამდე ბავშვებისთვის. ჩვენს მიერ შემოთავაზებული ვარიანტები თქვენი პატარასთვის მყუდრო და კომფორტულ გარემოს უზრუნველყოფს.

ი I

მისაღებია როდესაც ოთახი ვიზუალურად გაყოფილია სამ ფუნქციონალურ ზონად. საძინებელი, სამუშაო ზონა და ტანსაცმლის კარადა. როდესაც ავეჯი განლაგებულია კედლის გასწვრივ, ოთახის ცენტრი რჩება თავისუფალი, რაც იძლევა საშუალებას, რომ ბავშვმა თავისუფლად ითამაშოს. მისაღებია, როდესაც საწერ მაგიდა მოთავსებულა ოთახის ყველაზე განათებულ ზონაში, საწოლი კი მაქსიმალურად არის მოშორებული კარს. ასეთი განლაგები

შემთხვევაში გეძლევათ საშუალება ოთახში მოათავსოთ მოზრდილი კარადა, რომელიც განკუთვნილი იქნება არა მარტო ტანსაცმლისთვის, არამედ გამოყოფილი იქნება წიგნების ზონაც. 

რჩევა მშობლებს - საწერი მაგიდა შესაძლებელია ისე შეატრიალოთ, რომ იდგეს ფანჯრის პარალელურად. ზედმეტი სინათლე თქვენს შვილს ხელს არავითარ შემთხვევაში არ შეუშლის. გამომდინარე იქიდან, რომ საწოლი საკმაოდ მოშორებულია ოთახის ცენტრალურ ზონას, უნდა ვიზრუნოთ საწოლის თავთან დამატებითი განათების დამონტაჟებაზე, რათა თქვენმა შვილმა უპრობლემოდ შეძლოს ძილის წინ წიგნის წაკითხვა ან საყვარელი ფაზლების აწყობა. კარადასთან ახლოს გირჩევთ რბილი პუფის ან რაიმე პატარა სავარძლის მოთავსებას, რათა თქვენმა შვილმა მიიღოს სტუმრები.

 

ვარიანტი II


მისაღებია - ეს წყობა ითვალისწინებს ყველა იმ ავეჯის განთავსებას, რომელიც აუცილებელია სკოლამდელი და სკოლის ასაკის ბავშვისთვის. მაგიდაზე დამონტაჟებული ნათურა ერთდროულად ასრულებს როგორც დეკორატიულ ფუნქციას, ისე არის დამატებითი სინათლის წყარო.
სტელაჟი, საწოლის ფეხებთან, იძლევა საშუალებას, რომ ბავშვმა თავისუფლად შეძლოს სათამაშოების თუ სკოლის ნივთების განლაგება. არის საშუალება, რომ ოთახში თავისუფლად დამონტაჟდეს დამატებითი კარადა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისთვის.

რჩევა მშობლებს - ცენტრალურ, თავისუფალ ზონაში გირჩევთ რბილი ნოხის დაფენას, ასე ოთახის დალაგებაც გაგიადვილდებათ და არც ბავშვის დარდი გექნებათ, რომ იატაკზე დაჯდება და შესცივდება.

 

ვარიანტი III


მისაღებია - თუ ოთახი სწორკუთხაა, გეძლევათ საშუალება ოთახი ვიზუალურად ორ ნაწილად გაყოთ, სამუშაო და საძინებელ ზონად.
როგორც ხედავთ, ოთახში შესვლისთანავე, პირველ რიგში, თვალში მოგხვდებათ ფანჯარა, საწერ მაგიდა და სტელაჟი, საწოლი და კარადა კი მოშორებით, ოთახის სიღრმეშია განთავსებული. ასეთი წყობის დროსაც ბავშვს საკმარისად აქვს თავისუფალი ადგილი გადაადგილებისთვის.

არ არის მისაღები - ასეთი წყობის დროს დიდი ალბათობაა იმისა, რომ საძინებელი ზონა საკმაოდ ჩაბნელებული იქნება.

რჩევა მშობლებისთვის -საწოლის თავზე დამონტაჟებული ბრა ადვილად აღმოფხვრის ჩვენს მიერ ნახსენებ აღნიშნული წყობის ხარვეზს

 

ვარიანტი IV

ვიწრო ოთახი,ეს ისეთი წყობაა, რომლის წყალობითაც თავისუფალი რჩება კარებიდან ფანჯრამდე მისასვლელი გზა.

მისაღებია - საწოლი მოთავსებულია კარის უკან, ამიტომ თვალშისაცემი არ არის. საწერმაგიდა ერწყმის კარადას და ერთიან ზონადაა გარდაქმნილი.
მაგიდის პირდაპირ არის დასაჯდომი ადგილი, სადაც თავისუფლად შეიძლება სტუმრების მიღება.

არ არის მისაღები - საწოლის კარის უკან მოთავსება ზრდის იმის ალბათობას, რომ ხმაურმა ბავშვი შეაწუხოს და დაძინებაში ხელი შეუშალოს.

რჩევა მშობლებს - თუ სწორკუთხა ოთახში მხოლოდ ერთი ფანჯარაა, თავი შეიკავეთ მუქი ფერისა და სქელი ფარდებისგან. უპირატესობა მიანიჭეთ თხელ, ღია ფერის ფარდებს ან ჟალუზებს, ასე თქვენ მოახერხებთ ოთახში სინათლის შემოდინებას და ამავდროულად ოთახისთვის სიმყუდროვის მინიჭებას.

კომენტარის დამატება