ლეონარდო დიკაპრიოს მდიდრული აპარტამენტები - ვარსკვლავის შთამბეჭდავი სახლები

ლეონარდო დიკაპრიო ბევრისთვის საყვარელი მსახიობია, არაერთხელ დასახელებულა ყველაზე სიმპათიურ მამაკაცად. წარმატებულ მამაკაცს 21-ე ადგილი აქვს 100 ყველაზე გავლენიან ვარსკვლავს შორის, ასევე ლიდერთა შორის არის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ მილიონერია და ასევე მილიონიანი სასახლეები აქვს. ლეოს ქონება არც ისე მწირია - მოიცავს კუნძულ ბლეკადორს ბელიზთან ახლოს, სადაც ეკოლოგიური კურორტის გახსნა სურს, კერძო თვითმფრინავს, მანქანების შთამბეჭდავ ფარეხს, იახტას და რასაკვირველია, სახლებს. წლების განმავლობაში არაერთხელ იყიდა და გაყიდა სახლი. ამჟამად ლოს-ანკელესში აქვს სასახლე და ბინა აქვს ცათამბჯენში,

მანჰეტენზე, ასევე აქვს სახლი მალიბუში. ამ ფოტოებზე მისი სახლების საოცარი ინტერიერია აღბეჭდილი. როგორც მათზე ჩანს, ლეოს უყვარს თანამედროვე სტილი და თამამად ანდობს დიზაინერებს თავის სახლებს, რომ ექსპერიმენტები ჩაატარონ.

დანარჩენი ფოტოები გალერეაში იხილეთ

 

კომენტარის დამატება