სახლის ჰოროსკოპი- გამოიყენეთ ჰარმონიისთვის

ასტროლოგების მტკიცებით, ყველა სახლს აქვს ზონები, რომელთაც ესა თუ ის ზოდიაქოს ნიშები მფარველობენ. არსებობს ხერხები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ამ ზონების ჰარმონიულობის მართვა, რაც მთელ სახლში პოზიტიური ენერგეტიკის მოზიდვის გარანტიაც იქნება.

ვერძი
პასუხისმგებელია თქვნი სახლის შესასვლელ კარზე. ის სახლში რაიმეს დაწყებისთვის სასარგებლო ენერგიას უშვებს. შემოსასვლელში იგულისხმება როგორც შემოსასვლელი კარი, ისე დერეფანი და ჭიშკარი.


შემატეთ ჰარმონიულობა ვერძის სექტორს. როგორ? დერეფნიდან, შემოსასვლელიდან მოაშორეთ ყველა უსარგებლო, ზედმეტი ნივთი. ყურადღება მიაქციეთ , რომ შემოსასვლელი კარი არ ჭრიალებდეს. შეღებეთ კარი, თუ ატყობთ, რომ საღებავი დაძველდა და ნელ-ნელა

შორდება. ამ სექტორის თილისმა პატარა, მელოდიური კარის ზარია.

კურო


ზოდიაქოს ეს ნიშანი სასადილო ოთახში ბატონობს და თქვენს მატერიალურ კეთილდღეობაზეა პასუხისმგებელი. ეცადეთ, ეს სექტორი უფრო ჰარმონიული გახადოთ, ჭურჭლის კარადიდან მოაშორეთ ყველანაირი გაბზარული ან დაზიანებული ჭურჭელი. მაგიდა უმჯობესია იყოს მრგვალი ან ოვალური ფორმის. ამ სექტორის თილისმა კედელზე ნატურმორტია.
თუ სასადილო ოთახი არ გაქვთ, თხის რქას დიდი ხილიანი ლარნაკი დაუდგით სამზარეულოს ან სამუშაო მაგიდაზე.

ტყუპები
ტყუპები მისაღებ ოთახში ბინადრობენ. იმისათვის, რომ ზოდიაქოს ეს ნიშანი კმაყოფილი გყავდეთ, გირჩევთ კარგად "გამოკვებოთ". გირჩევთ მისაღები ოთახის კედლები ცნობილი მოდერნისტების რეპროდუქციული სურათებით დაამშვენოთ.
ტყუპების ენერგიის მოსაზიდად ასევე ძალიან კარგია ამეთვისტოს კრისტალები ან ბუნებრივი კვარცი.

კიბო


ზოდიაქოს ამ ნიშანს აბაზანა უკავია. ასე რომ, ამ ოთახის ჰარმონიულობა განაპირობებს ოჯახის წევრთა ურთიერთობებს. მოაშორეთ აბაზანიდან ყველა უსარგებლო ნივთი და კოსმეტიკური საშუალებები.

ლომი


ლომი თქვენს საწოლსა და სავარძელზეა მოკალათებული. თუ ყურადრების ცენტრში ყოფნა და ლიდერობა გიზიდავთ, აქცენტი საძინებლის კეთილმოწყობაზე გააკეთეთ. გაანებივრეთ ლომი ლამაზ-ლამაზი ნივთებით, ფუმფულა დეკორატიული ბალიშებით. შეგიძლით ლეიბის ქვეშ ფენ-შუის მონეტაც კი დადოთ.

ქალწული


ქალწული სამზარეულოში სახლობს, ზონაში რომელიც თქვენს ჯანმრთელობაზეა პასუხისმგებელი. სისუფთავე სამზარეულოში, წესრიგი ის ფაქტორებია, რომელიც ქალწულის კეთილგანწყობის მოპოვებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, მჭრელი ნივტები უჯრებში შეინახოთ.

სასწორი
სასწორს სახლში რომელიმე კონკრეტული სექტორი არ აქვს, ის ყველა სექტორის ჰარმონიზაციაზე ზრუნავს. სასწორს უყვარს სივრცე და სინათლე. დაკიდეთ კედლებზე დიდი სარკეები. კუთხეში კი მარგალიტის მძიმვები მიუკიდეთ.

მორიელი
ზოდიაქოს ეს ნიშანი ტქვენი სანებითი კვანძის მეპატრონეა. ეს ნიშანი ტრანსფორმაციის ენერგიას განაგებს. თუ თვილით, რომ პირად ცხოვრებაში ყველაფერი არც ისე კარგად გაკვთ, პირველ რიგში ეს პრობლემა მოაწესრიგეთ. შეგიძლიათ მილებს წითელი ძაფიც შემოაკრათ, ეს დადებითი ენერგიის მოზიდვაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი
ამ ნიშნის სექტორი თქვენი გაზქურა ან ბუხარია. თუ ამ ნიშანს სათანდო ყურადღებას დაუთმობთ, მიზანსწრაფულობაში დაგეხმარებათ. გაზქურასთან ახლოს დაკიდეთ სარკე, ის აირეკლავს ცეცხლს და მოგაშორებთ უარყოფით ენერგიას. საღამოობით გირჩევთ არომატული სანთლების დანთებას.

თხის რქა
თხის რქა შიდა კიბეების სექტორს აკონტროლებს. კიბეებზე ასვლისას თქვენ კარიერული წინსვლისთვის ემზადებით. დახვეწეთ ეს ზონა კარგი განათების ხარჯზე.
თუ სახლში კიბეები არ გაქვთ, ლიმონის ხის ქონას გირჩევთ, მასაც შეუძლია თხის რქის ენერგეტიკის მოზიდვა.

მერწყული
ეს ნიშანი კურირებს თქვენს პირად ენერგის, განწყობას და პოტენციას. ბინადრობს იქ, სადაც თავმოყრილია თანამედროვე ტექნოლოგიები. ასე რომ, დროულად გადაწმინდეთ მტვერი კომპიუტერიდან, მუსიკალური ცენტრიდან და ა.შ, თუ გნებავთ, რომ მერწყული კმაყოფილი გყავდეთ.

თევზები
ამ ნიშნის სექტორი სამზარეულის ნიჟარა და ონკანია. ეს ნიშანი პასუხისმგებელია შთაგონებასა და პოტენციალზე. ყურადღება მიაქციეთ, რომ ონკანი არ წვეთავდეს. აკვარიუმი კი თევზების გულს სამუდამოდ დაიპყრობს.

კომენტარის დამატება